კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიგანათლება„დღეს მოდაში ღმერთზე ღადაობაა, სასულიერო პირებზე, პატრიარქზე, ბერებზე.. ასე როგორ დავუპირისპირდით ეს...

„დღეს მოდაში ღმერთზე ღადაობაა, სასულიერო პირებზე, პატრიარქზე, ბერებზე.. ასე როგორ დავუპირისპირდით ეს ერთი მუჭა ქართველები ერთმანეთს?“

„ამდენი დღეა ვფიქრობ, რამ გამოიწვია ახალ თაობაში სარწმუნოების დეფიციტი და ჩემს ნაფიქრს გაგიზიარებთ“, – ამის შესახებ მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მიმართავს:

„ჩვენს დროს სკოლაში რელიგია ისწავლებოდა და მე სწორედ რომ ჩემი რელიგიის მასწავლებელმა მომანდომა ეკლესიაში წასვლა.

დღეს მოდაში ღმერთზე ღადაობაა, სასულიერო პირებზე, პატრიარქზე, ბერებზე… ღმერთის სიყვარული სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება. თქვენ რას ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? რატომ აღარ ვართ ქართველები ისევ ისეთი გულმხურვალენი, რასაც ისტორიის წიგნში ვკითხულობთ? რა შეიცვალა? ასე როგორ დავუპირისპირდით ეს ერთი მუჭა ქართველები ერთმანეთს? ჩემთვის, პირადად, ყველაზე დიდი განძია ჩემი წარმომავლობა, ჩემი ენა, ჩემი სარწმუნოება, ჩემი ისტორია, რომლითაც ასე ვამაყობთ და ჩვენი ერთობა, 9 ძმა ხერხეულიძის ამბავს მოვიყვან მაგალითად. ყველაფერს ამას ღმერთის სიყვარული აერთიანებდა სულ.

ადამიანებო, ქართველებო, ბავშვებო გვიყვარდეს ერთმანეთი, მეტად მოვეფეროთ ერთმანეთს. ნუ გავლანძღავთ ჩვენი შვილების თაობას, დავუდგეთ გვერდით, მოვეფეროთ, ვასწავლოთ თუ რამე ეშლებათ, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილებია! აქვე დიდი ილიას სიტყვებს მოვიშველიებ, აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია! ვერც ევროპა, ვერც ამერიკა ვერაფერი ვერ წაშლის ქართულ გენს, იმდენად ძლიერი გენეტიკური კოდი გვაქვს.

მიყვარხართ ჩემო ქართველებო! მიყვარხართ ბავშვებო, დაე თქვენი გული მუდამ ასე სუფთად, სამშობლოს სიყვარულით ძგერდეს! მარიამ შვილო, ყოველთვის ისე გიყვარდეს შენი საქართველო, როგორც დღეს, ყოველთვის გახსოვდეს შენი ენა, მამული, სარწმუნოება, ჩვენი ქართველობის ერთობის სიძლიერე და ჩვენი ისტორიის შეურყევლობის! მე თქვენი მჯერა! თქვენი ნათელი მომავლის მჯერა!“- წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი