ჯუნა დავითაშვილი იყო პოპულარული მკურნალი და წინასწარმეტყველი საბჭოთა კავშირში – ქვეყანაში, სადაც ათეიზმმა გაიმარჯვა. მის წინასწარმეტყველებებს მთავრობაშიც კი ენდობოდნენ. უფრო მეტიც, მას “კრემლის საიდუმლო პოლკოვნიკსაც” უწოდებდნენ. ქალი, აღმოსავლური გარეგნობით, შავ სამოსში, უამრავი ძვირფასი სამკაულით, ხშირად ჩნდებოდა პაციენტების წინაშე, უყურებდა გამჭოლი მზერით, ადებდა ხელებს… და ადამიანები იკურნებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე წერდა მაშინდელი მედია. თუმცა, თავად ჯუნა დავითაშვილმა საკუთარი თავის დახმარება ვერ შეძლო.
ნიჭი, რომელიც მან წინაპრებისგან მიიღო
მომავალი მკურნალი კრასნოდარის მხარეში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი იყო ევგენია სარდისი, მამა კი ასურელი ჰყავდა. ამბობდნენ, რომ ჯუნამ სამკურნალო ნიჭი მემკვიდრეობით მიიღო – თავისი დიდი ბებიისგან. როგორც თავად ჰყვებოდა, პირველად თავისი შესაძლებლობები მაშინ გამოცადა, როცა ხუთი წლის იყო: მამას ზურგის ტკივილი აწუხებდა, გოგონამ კი შეძლო ეგრძნო, საიდან მოდიოდა პრობლემა, მას ხელით შეეხო ტკივილი გაუქრო.
ქორწინება და ერთადერთი შვილი
ზრდასრულ ასაკში გოგონამ ცხოვრება თბილისში გააგრძელა, სადაც თავისი სიყვარული იპოვა და ადგილობრივ საჯარო მოხელეზე, ვიქტორ დავითაშვილზე დაქორწინდა. წყვილს შვილი ვახტანგი შეეძინათ. მალე მთელ საქართველოში გავრცელდა ხმები ჯუნას ზებუნებრივი შესაძლებლობების შესახებ. ამბობდნენ, რომ იგი ხელის შეხებით ყველაზე საშიშ დაავადებებსაც კი კურნავდა, რომ მისი წყალობით უკვე ბევრი მაღალი თანამდებობის პირი გამოჯანმრთელდა. ცოტა ხანში ჯუნა მოსკოვში მიიწვიეს.
გასაოცარი უნარები
მოსკოვში ჯუნა ვაჟთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად – იმ დროისთვის მას მეუღლესთან ურთიერთობა უკვე გაწყვეტილი ჰქონდა. 1980-იან წლების რუსეთში ყველაფრის მიმართ ინტერესი გაჩნდა, რაც აქამდე აკრძალული იყო: მაგიის, ჯადოქრების, ასტროლოგიის… ჯუნას უნარებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ის სასტუმროში დააბინავეს და საფუძვლიანად დაიწყეს მისი შესაძლებლობების შესწავლა… ვრცლად
მასალის გამოყენების პირობები