შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. აბიტურიენტთა რეგისტრაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ახალგაზრდებს, საგამოცდო ცენტრებში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

პროცესი 6 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისში საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოქმედებს. დედაქალაქის გარდა, საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქშია გახსნილი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აბიტურიენტმა ტესტირების დაწყებამდე უნდა ჩააბაროს მობილური ტელეფონი და სხვა ყველა ზედმეტი ნივთი. ახალგაზრდებს გამოცდაზე მხოლოდ სასმელი წყლის შეტანა შეეძლებათ პლასტმასის ბოთლით.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი