კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიგამოცდებიერთწლიან მაგისტრატურაზე მოხვედრისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ იქნება საჭირო

ერთწლიან მაგისტრატურაზე მოხვედრისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ იქნება საჭირო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს.

მისი თქმით, მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი სახელფასო პოლიტიკა 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ვინაიდან, საშვებულებო ანაზღაურება მიბმულია ხელფასის ოდენობაზე, კანონში ცვლილება აუცილებელია, იმისთვის, რომ მასწავლებლებს საშვებულებო ანაზღაურებაც ხელფასის პროპორციულად გაეზარდოთ.

ასევე, ცვლილებების თანახმად, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, დირექტორის მოვალეობის შესრულება.

ნოდარ პაპუკაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები შედის ასევე, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში.

„კანონში ცვლილება ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

სხდომაზე, ასევე პირველი მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტი.

ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება.

მისივე თქმით, არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებული იქნება „სასწავლო უნივერსიტეტის“ ცნება და მოიხსნება უნივერსიტეტის მიერ დოქტორანტურის საფეხურის განხორციელების შეზღუდვა.

ამასთან, ახლებურად დარეგულირდება ელექტრონული სწავლების საკითხი.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი