ორშაბათი, აპრილი 7, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„ეს კაცი მამაჩემია, პოლკოვნიკი, აგვისტოს ომში დაცემული ქართველი გმირი… მოგმართოთ მათ, ვინც...

„ეს კაცი მამაჩემია, პოლკოვნიკი, აგვისტოს ომში დაცემული ქართველი გმირი… მოგმართოთ მათ, ვინც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მამაჩემის სადღეგრძელოს დალევა და მისი გმირობის ქება წესად იქციეთ: აი, ბრძოლის ველი, აი, თქვენი სამშობლო… მამაჩემის სიკვდილი უაზრო არ ყოფილა!” – ვალერი ელიზბარაშვილი

2008 წლის ომში გმირულად დაღუპული 37 წლის პოლკოვნიკის დავით ელიზბარაშვილის, შვილი, ვალერი ელიზბარაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მისივე თქმით, „ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მამამისის სადღეგრძელოს დალევა და მისი გმირობის ქება-დიდება წესად იქცია”.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს კაცი მამაჩემია, პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაცემული ქართველი გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელი (I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის) მისთვის სამშობლოსათვის ომი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მერხიდან დაიწყო და ბრძოლის ველზე გმირულად დაცემით დასრულდა.

მამაჩემი გმირი არ გამხდარა, ის ყოველთვის გმირი იყო. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იცხოვრა, როგორც გმირმა და დარწმუნებული ვარ, რა პროფესიაც არ უნდა აერჩია, იქნებოდა ის ადამიანი, ის გმირი, ვისაც ჩვენ ვიცნობდით. მისთვის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” იყო არა ფრაზა, არამედ ცხოვრების წესი.

ახლა კი მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს, ვინც ბრტყელ- ბრტყელი სიტყვებით მამაჩემის სადღეგრძელოს დალევა და მისი გმირობის ქება-დიდება წესად იქციეთ, ხოლო სასმისის დაცლა გმირობა გგონიათ, აი ბრძოლის ველი, აი თქვენი სამშობლო, ახლა გაქვთ შანსი პატივი მიაგოთ ათასწლეულების მანძილზე დაღვრილ გმირთა სისხლს!

მამაჩემის სიკვდილი უაზრო არ ყოფილა! ათასწლეულების მანძილზე ქართველი ერის ბრძოლა უაზრო არ ყოფილა! ამის უფლებას არავის მივცემ და იმ იდეისთვის, რასაც საქართველო ჰქვია, მზად ვარ ყველაფერი დავთმო.

ამის მერე, სანამ სასმისს შეავსებთ და მამაჩემს ან ნებისმიერ გმირს ჩემი თანდასწრებით ახსენებთ, მზად იყავით ჩემს კითხვაზე საპასუხოდ, მე აუცილებლად გკითხავთ, სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს ასე უჭირდა?

და გახსოვდეთ, ვერ მომატყუებთ, გეფიცებით ყველაფერს, რაც წმინდა გამაჩნია, პასუხს მოვთხოვ თითოეულ ფარისეველს, ვინც გაბედავს და ჩემი თანდასწრებით სამშობლოს და ჩვენს გმირებს ახსენებს. ყველა რუსთმომყვარე, რუსთმომწონე და რუსთმოსურნე ჩემი პირადი მოსისხლე მტრები იყავით, ხართ და იქნებით!”

READ  "ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე" - რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
რა იწვევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?​

რა იწვევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?​

აპრილი 7, 2025
საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი