პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ

ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ

“ღრმააზროვანი დისკუსიები” ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. როგორც წესი, ეს ტერმინი ფილოსოფიურ საუბარს აღნიშნავდა მეგობრებს შორის, თუმცა, ბოლო დროს ფრაზამ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა და კომუნიკაციის ახალი გზა გახდა, რაც ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში შეიძლება დაეხმაროს.

გთავაზობთ 9 საინტერესო შეკითხვას, რომელიც თქვენს პარტნიორს ღრმა დისკუსიაში ჩაითრევს და დაგაფიქრებთ ისეთ რაღაცებზე, რაზეც ადრე არ გიფიქრიათ. ეს შეკითხვები დეტალურ პასუხებს მოითხოვს, ამიტომ “კი” და “არა” აქ არ გამოდგება. სწორი პასუხები არ არსებობს, მაგრამ, როგორც ცნობილია, ზოგჯერ კარგი კითხვა თავისთავადაა პასუხი.

გახსოვდეთ, არ დაუსვათ ეს შეკითხვები ადამიანს, რომლისგანაც იმედგაცრუებას ელით.

✴გახსნიდი წერილს, რომელშიც შენი გარდაცვალების თარიღი წერია? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, რამდენადაა ადამიანი ფატალიზმისკენ მიდრეკილი და წარმოდგენა შეგექმნებათ მის დამოკიდებულებაზე ცხოვრების მიმართ.

✴სხვა ადამიანი რომ იყო, იქნებოდი საკუთარი თავის მეგობარი? ამ კითხვაზე გაიგებთ, რამდენად აფასებს ადამიანი საკუთარ თავს, ძლიერსა და სუსტ მხარეებს და იმას, თუ რამდენად საინტერესო პიროვნებაა.

✴ადამიანების თავზე რომ გაზოვმითი სკალის დანახვა შეგეძლოთ, რის გაზომვას ისურვებდით? საზოგადოებაში მათი სტატუსის, ბედნიერების დონის, ქონების თუ…? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ ადამიანის ღირებულებებსა და პრიორიტეტებს.

✴რას აკეთებთ სხვა ადამიანებისგან განსხვავებულს? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ ადამიანის თვითშეფასების დონეს, იუმორის გრძნობას და იმას, თუ რამდენად უნიკალურ პიროვნებასთან გაქვთ ურთიერთობა.

✴თქვენი პარტნიორი თუ ვერასდროს გაიგებდა თქვენი ღალატის შესახებ, ეტყოდით მას ამას? ამ კითხვაზე პასუხით წარმოდგენა შეგექმნებათ ადამიანის მორალურ სტანდარტებზე და დამოკიდებულებაზე სხვების მიმართ.

✴ოდესმე გქონია შეგრძნება, თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე უკვე მეასედ მეორდება? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი და რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ცხოვრება მისთვის.

✴ქალები და კაცები რომ 2 სხვადასხვა პლანეტაზე ცხოვრობდნენ, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება? ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, რამდენად მიჰყვება სტერეოტიპებს ადამიანი და აქვს თუ არა ლოგიკური აზროვნების უნარი.

✴თუ კრიმინალს ჩაიდენ იმის გამო, რომ მშიერი შვილი გამოკვებო, ცუდ ადამიანად მიიჩნევი? კიდევ ერთხელ, ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ ადამიანის მორალურ ღირებულებებს და მის დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ.

✴ბედნიერება რომ ფულში იყოს, როგორი იქნებოდა შენი სამსახური? ამ კითხვაზე პასუხით წარმოდგენა შეგექმნებათ ადამიანის ოცნებებსა და გეგმებზე და გაიგებთ, თუ რა აკლია მას ცხოვრებაში, თავისივე აზრით.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი