სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025
spot_img
მთავარიგანათლებავალის დაფარვის მცდელობა, რომელიც გენიალურ აღმოჩენად იქცა

ვალის დაფარვის მცდელობა, რომელიც გენიალურ აღმოჩენად იქცა

ნიუ-იორკელი მექანიკოსი, უოლტერ ჰანტი ცნობილია მრავალრიცხოვანი გამოგონებით. მას ეკუთვნის პატენტები ავტოკალამზე, დანის სალესზე, ტრამვაის ზარებზე, სამზარეულოს ქურაზე, საკერავ მანქანაზე, ქუჩების საწმენდ მანქანაზე, ლურსმნების მწარმოებელ მანქანაზე და ა.შ.

1849 წელს, ჰანტი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას დაუგროვდა, დაახლოებით, 15 დოლარი ვალი, რაც იმ დროისათვის არც ისე მცირე თანხა იყო. ვალის დასაფარად ჰანტი ცდილობდა, რაიმე მცირე გამოგონება შეექმნა, რომელიც საკმარის მოგებას მოუტანდა.

ჰანტმა აიღო მავთული და მისი მოღუნვა დაიწყო. სულ რაღაც სამ საათში მან შექმნა პატარა მოწყობილობა, რომელსაც ერთი ბოლო წვეტიანი ჰქონდა, მეორე კი, მჭიდროდ დახურული. ჰანტის გამოგონების მთავარი პლუსი იყო უსაფრთხოება — წვეტიანი ბოლო მყარად იკეტებოდა და გამორიცხავდა შემთხვევით ჩხვლეტასაც კი, რაც იმ დროისთვის, ჩვეულებრივი სამაგრების შემთხვევაში, ხშირი პრობლემა იყო.

ასე გაჩნდა იდეა ჩვეულებრივი ქინძისთავის, რომლის პატენტი 1849 წლის 10 აპრილს კომპანია WR Grace-ს 400 დოლარად მიჰყიდა. გამომგონებელმა მეგობარს 15 დოლარი დაუბრუნა, კომპანია WR Grace-მა კიმილიონობით დოლარი იშოვა.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მეცნიერებმა ღორის ტვინი სიკვდილიდან ერთი საათის შემდეგ გააცოცხლეს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი