ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedვაქ­ცი­ნა ბევრ ადა­მი­ანს იცავს - ვის შეიძლება დაჭირდეს ვაქ­ცი­ნის დამატებითი დო­ზე­ბი

ვაქ­ცი­ნა ბევრ ადა­მი­ანს იცავს – ვის შეიძლება დაჭირდეს ვაქ­ცი­ნის დამატებითი დო­ზე­ბი

B-ჰე­პა­ტი­ტი

B-ჰე­პა­ტი­ტის გა­და­ცე­მა A-ჰე­პა­ტიტ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა. გა­და­ცე­მის მი­ზე­ზი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ნახ­მა­რი ნემ­სის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე ხე­ლახ­ლა გა­მო­ყე­ნე­ბა­ა. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ ნემ­სებს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ნარ­კო­ტი­კე­ბის ინ­ტრა­ვე­ნუ­რი შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, ან რო­დე­საც მათ გან­მე­ო­რე­ბით იყე­ნე­ბენ ტა­ტუ­ი­რე­ბის ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დროს.
ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლის გა­დას­ხმი­სას; თუმ­ცა, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი აშ­შ-ში იშ­ვი­ა­თი­ა, რად­გან სის­ხლი წი­ნას­წარ მოწ­მდე­ბა. ზო­გა­დად, B-ჰე­პა­ტი­ტი A-ჰე­პა­ტიტ­ზე უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლია და ზოგ­ჯერ სიკ­ვდი­ლი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­დაზ­მუ­­ლებ­ში. თუ B-ჰე­პა­ტი­ტით და­­ა­ვა­­დე­ბულს D-ჰეპ­ა­ტი­ტიც აქვს, სიმ­­პტო­მე­ბი უფ­რო მძი­მე­ა. სახ­­სრე­ბის ტკი­ვი­ლი და ჭინ­ჭრის ცი­ე­ბის­მაგ­ვა­რი გა­მო­ნა­­ყა­რი უფ­რო B-ჰე­პა­ტი­ტის დროს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ვიდ­რე სხვა ჰე­პა­ტი­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.
და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მოზ­რდი­ლე­ბის 5-7%-ს ქრო­ნი­კუ­ლი B-ჰე­პა­ტი­ტი უვი­თარ­დე­ბა.

სა­ჭი­რო­ა, მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი საქ­ცი­ე­ლის, რო­გო­რი­ცაა წამ­ლის ინექ­ცი­ის­თვის სა­ერ­თო ნემ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა და ბევ­რი სქე­სობ­რი­ვი პარ­ტნი­ო­რის ყო­ლა, თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია არა­სა­ჭი­რო სის­ხლის ტრან­სფუ­ზი­ა­ზე უა­რის თქმა.
B-ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ბევრ ადა­მი­ანს იცავს. ამას­თან, ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად და­იც­ვას ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დი­ა­ლი­ზი უტარ­დე­ბათ, აქვთ ცი­რო­ზი, ან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვთ იმუ­ნი­ტე­ტი. მათ შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეთ ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბი.
აშ­შ-ში აც­რა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 18 წლამ­დე ასა­კის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის (ვაქ­ცი­ნა­ცია იწყ­ე­ბა და­ბა­დე­ბი­დან), მაგ­რამ ის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც B-ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი B-ჰე­პა­ტი­ტი ასე­ვე გა­და­ე­ცე­მა ნერ­წყვთან, ცრემ­ლთან, დე­დის რძეს­თან, შარ­დთან, ვა­გი­ნა­ლურ სითხ­ეს­თან და სპერ­მას­თან შე­ხე­ბის დროს. გა­და­ცე­მა ხში­რია სექ­სუ­ა­ლურ პარ­ტნი­ო­რებს შო­რის, რო­გორც ჰე­ტე­რო-, ასე­ვე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის დროს. ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი აქვთ იზო­ლი­რე­ბულ გა­რე­მო­ში მყოფ პი­რებ­საც (მაგ.: ცი­ხე­ში ან ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში), რად­გან სხვა ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ლო­გი­ურ სითხ­ეს­თან შე­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა უფ­რო მა­ღა­ლი­ა. B-ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ქალ­მა შე­იძ­ლე­ბა შვი­ლი და­ა­ინ­ფი­ცი­როს მშო­ბი­ა­რო­ბის დროს.
B-ჰე­პა­ტი­ტის გა­და­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც, რო­მე­ლიც ვი­რუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი­ა. და­უდ­გე­ნე­ლი­ა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ცე­მა მწე­რის ნაკ­ბე­ნის გზით.
B-ჰე­პა­ტი­ტის ბევ­რი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი უც­ნო­ბი­ა. სიხ­ში­რე უფ­რო მა­ღა­ლია ბავ­შვებ­ში და ქრო­ნი­კუ­ლი B-ჰე­პა­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა მით უფ­რო დი­დი­ა, რაც უფ­რო მცი­რე ასა­კი­საა ბავ­შვი.
შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში B-ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სი არის ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტის, ცი­რო­ზი­სა და ღვიძ­ლის კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი ხში­რი მი­ზე­ზი.

READ  უმე­ტე­სი შემ­თხვე­ვე­ბი უსიმ­პტო­მოა და ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა მა­თი ამოც­ნო­ბა; თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის ტი­პუ­რი სიმ­პტო­მე­ბი

რის­კი აქვთ. სა­სურ­ვე­ლი­ა, მაგ­რამ ძვი­რი იქ­ნე­ბა B-ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის აც­რა.
ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც შე­ხე­ბა ჰქონ­დათ B-ჰე­პა­ტიტ­თან, მათ შო­რის ჩვი­ლებს, რო­მელ­თა დე­დებ­საც B-ჰე­პა­ტი­ტი აქვთ, ეძ­ლე­ვათ B-ჰე­პა­ტი­ტის იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი და უკეთ­დე­ბათ ვაქ­ცი­ნა. ეს კომ­ბი­ნა­ცია 80%-ზე მე­ტად ამ­ცი­რებს B-ჰე­პა­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.

A-ჰე­პა­ტი­ტი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი