სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"ვაშლიჯვარში ვცხოვრობ პაწაწკინტელა ასანთის კოლოფისხელა ბინაში... დედამ სახლი დაკარგა და მისთვის 20...

“ვაშლიჯვარში ვცხოვრობ პაწაწკინტელა ასანთის კოლოფისხელა ბინაში… დედამ სახლი დაკარგა და მისთვის 20 წელია ბინას ვქირაობ… 22 წელია ფუტკარივით ვმუშაობ… ” – მარი ნაკანი

ფოტოგრაფი მარი ნაკანი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ფოტოებს ურთავს:

“იცით, რომ ეს ფოტო, რომელიც ბევრს გეყენათ windows ეკრანებზე, 21 წლის წინ გადავიღე. მე, სრული სიღარიბიდან, სიბნელიდან და სიცივიდან, როცა საყვარელი გამზრდელი ბაბუ, ტონი კალანდარიშვილი ხელებში ჩამაკვდა, როცა მეუღლე დამშორდა.

20 წლის მარტოხელა დედა ვიყავი, თავად პატარა, პატარა ბავშვით ხელში, მივადექი გურამ წიბახაშვილს სრული არაფრით ხელში, უკამეროდ, უკომპოდ, არც ფოტოების გადაღება ვიცოდი, ჯასთ მჭირდებოდა მოტივაცია, მიზანი და გადარჩენა!

იმის მერე ზუსტად 22 წელია, რაც ფუტკარივით ვმუშაობ.

ჟანრი კომერცია და მოდა არასებობდა საქართველოში, მე რომ ვწვალობდი, ვიგონებდი ათას იდეებს და ვცდილობდი ქართული რეკლამა განმევითარებინა. გამომდიოდა კიდეც, მაგრამ ძალიან რთულად. მაშინ არც ინტერნეტი მქონდა, არც პინტერესტის და არც იუთუბის ფუფუნება. შენით უნდა შეგექმნა და გამოგეგონებინა ყველაფერი ნულიდან. მიუხედავად პოპულარულობისა, ფოტოგრაფის შრომა საქართველოში არ ფასდება. დღემდე ვერ შემიძენია 30 კვადრატული ფართობის სტუდიაც კი, დედამ სახლი დაკარგა და ვქირაობ მისთვის 20 წელია ბინას.

მე ვაშლიჯვარში ვცხოვრობ პაწაწკინტელა ასანთის კოლოფისხელა ბინაში, დანჭყრეული გოლფ 4-ით ვმოძრაობ მე-15 წელია. ეს ყველაფერი არ მამძიმებს, პირიქით მამსუბუქებს. სუფთა ვარ სინდისთან, ალალი ვარ ხალხთან, თავისუფალი ვარ და ბედნიერი!

გადავცემ ჩემს უნიკალურ და უდიდეს გამოცდილებას ქართველ სტუდენტებს და ემიგრანტებს მსოფლიოს გარშემო და პურის ფულზე მყოფნის. ამ ფოტოებში ჩემი ძვირფასი მამამთილის სანდრო მამასახლისის სურათი შეგხვდებათ, ერთად რომ ვჭუკჭუკებთ სოფელში, დაგუგლეთ ერთი რა კაცი იყო სანდრო მამასახლისი. შემდეგ ჩემი გოგიტას ფოტოა, ისიც დაგუგლეთ… მოგვიანებით მოგიყვებით, რა ოჯახიდან ვართ ჩვენ და ვისი ფესვები გვაქვს. ვიღაცა ნათია წერს, რომ მაგარი ფულისტი ვყოფილვარ, საკითხავი ისაა, სად ვხარჯავ მაგ ფულებს?

მე რომ სნობი და ფულის ხამი ვყოფილიყავი, არც ღარიბაშვილს ვეტყოდი უარს და არც ბერას, არც კალას და არც ანუკის. წამოვედი ფაქტია და ვშრომობ დაუღალავად. ვინც ჩემზე არარსებულ ჭორებს იგონებთ, იცოდეთ, 1 მძიმე ლოდი დაგაწვებათ გულზე ცოდვისა, თქვენც და თქვენს შთამომავლობასაც. მე მარი ვარ ნაკანი, მაშასადამე მართალი ქალი ვარ.

მილიარდელები კი ოცნებობენ, მუდამ ოცნებობენ, ხოლო ღარიბნი ვცხოვრობთ დღევანდელი დღით და ვივსებით თავისუფლების შეგრძნებით უფალთან ერთად”.

snapinsta-1715146202.app_442416173_18428343859051803_8962635611961791777_n_1080.jpg
snapinsta-1715146202.app_442414360_18428343844051803_8251624566532164470_n_1080.jpg
snapinsta-1715146201.app_441498924_18428343904051803_3188190686087454553_n_1080.jpg
snapinsta-1715146201.app_442398396_18428343913051803_2290919489087078476_n_1080.jpg

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი