ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებივინ არის გურამ ლომიძის ულამაზესი რჩეული და რატომ არ აქვს კონტაქტი ერთ-ერთ...

ვინ არის გურამ ლომიძის ულამაზესი რჩეული და რატომ არ აქვს კონტაქტი ერთ-ერთ შვილთან? – მომღერლის გულახდილი ინტერვიუ

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, გურამ ლომიძე ლაღი ადამინია. იცით, რა რთულიცაა დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში, იყო გაწონასწორებული და იმ ნეგატიურად პოლარიზებულ მორევში არ შთაინთქა, რაც ირგვლივ ბრუნავს. ვისაც ეს გამოსდის, განწყობაც უკეთესი აქვს და ნერვებიც. ამ კატეგორიაშია გურამიკო. ცხადია, ამაში ლომის წილს თამაშობს ის, რომ ამერიკის მოქალაქეა და წელიწადის ნახევარს ჩიკაგოში ატარებს. ზე სახელმწიფოში მიღებულ გარანტიებს, ნამდვილად შეუძლია სიმშვიდის მოტანა. თანაც თუ საყვარელი საქმის კეთების ფუფუნებაც გაქვს, შემოსავალიც და გვერდს საყვარელი ადამიანი გიმშვენებს, შეიძლება ასე ლაღადაც გემღერებოდეს. დღეს ეს რთულია, მაგრამ ძალას თუ პოულობ, მშვენიერი.

“ზმნას” თავის პირად ცხოვრებაზე უყვება და რჩევებსაც არ იშურებს მათთვის, ვისაც სურს, რომ ძვირფასი ადამიანები პოლიტიკური შეხედულების გამო არ დაკარგოს.

გურამ ლომიძე: მყავს ულამაზესი, უმშვენიერესი შეყვარებული. მე და ეკატერინე ტუღუში ხუთი წელია ურთიერთობაში ვართ. ხუთი წელი რომ ხარ ურთიერთობაში, უკვე სერიოზული თემაა. სხვათა შორის, ძალიან ვუხდებით ერთმანეთს.

 გაგვაცანი რჩეული.

– ეკატერინე ფოტომოდელია, საკმაოდ პოპულარული. ძალიან კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანია.

 შენ ქალბატონებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვს. ამასობაში უკვე გადასარევად უნდა იცოდე, როგორ ადამიანს გინდა მომავალი დაუკავშირო.

– ვფიქრობ, რომ ეკატერინე ნამდვილად ის არის, ვისაც ჩემს მომავალს ვუკავშირებ. მანამდე ბევრჯერ არ გამიმართლა.

არ გამართლებაში რას გულისხმობ?

– აქ სხვას არ ვგულისხმობ. საკუთარ თავს ვაბრალებ ყველა წინა ურთიერთობის დანგრევას, რაც საკმაოდ რთულია ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ვცდილობ, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამჟამად გამომივა. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს… სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე მათი შვილი დააკავეს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი