პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებავინ იყო მამლუქ ხვიჩას პროტოტიპი და როგორია მისი რეალური ისტორია

ვინ იყო მამლუქ ხვიჩას პროტოტიპი და როგორია მისი რეალური ისტორია

მამლუქი — 1958 წელს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ფილმია. მისი რეჟისორია დავით რონდელი და გადაღებულია კონდრატე თათარაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

სიუჟეტის მიხედვით, თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარში გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას კი — ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მეომრად აღზრდიან და მაჰმუდს შეარქმევენ. ერთ-ერთ ბრძოლაში მაჰმუდი სასიკვდილოდ დასჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. მაჰმუდს ბავშვობა გაახსენდება და მოკლულში ბავშვობის მეგობარ გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან ჩაფიქრებულ მაჰმუდს თანამებრძოლები ღალატს დასწამებენ და მოკლავენ.

ცოტამ თუ იცის, რომ ამ ტრაგიკულ ისტორიას ნამდვილი ამბავი და რეალური პიროვნების თავგადასავალი უდევს საფუძვლად. საინტერესოა, ვნახოთ, ვინ იყო მამლუქი ხვიჩას პროტოტიპი და როგორია მისი ნამდვილი ისტორია.

იბრაჰიმ ბეი ალ ქაბირ მუჰამადი

ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის დიდი გამგებელი, იბრაჰიმ ბეი ალ ქაბირ მუჰამადი დაიბადა 1735 წელს საქართველოში, მარტყოფელი მღვდლის, გვარად შინჯიკაშვილის ოჯახში. ის იყო ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა ეგვიპტის XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედის ისტორიაში – შეიხ ალ-ბალადი ანუ მამლუქთა ოლიგარქიის უმაღლესი პირი.

აბრამ შინჯიკაშვილი 15 წლის ასაკში გაიტაცეს მუსლიმებმა და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდეს. ეგვიპტელმა მფლობელმა მას ისლამი მიაღებინა და სახელი შეუცვალა. ბეის წოდება მოგვიანებით – 1767 წელს მიიღო. მისი პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. ერთგულად მსახურების გამო, მან იბრაჰიმი მონობისგან გაათავისუფლა.

mamluqir-011-1658131746.jpg

იბრაჰიმ ბეი ეგვიპტეს, თითქმის, 29 წლის განმავლობაში მართავდა (1775-1804, შუალედებით). მას არ უყვარდა შიდა კონფლიქტები და მშვიდობიანად აგვარებდა მათ. აი, როგორ აღგვიწერს მის პიროვნებას არაბი ისტორიკოსი აბდარაჰმან ალ-ჯაბარტი:

დიდი ემირი, ცნობილი აბრაჰამ ბეი ალ-მუჰამედი, ყველაზე წარჩინებული ათასობით ეგვიპტელ ემირს შორის. დაბალი მდგომარეობის ემირებს მეტი მზრუნველობით ეპყრობოდა, ვიდრე მაღალ მდგომარეობაში მყოფთ. ფხიზლად იცავდა ერთიანობასა და გულითად თანხმობას ემირთა შორის. მისთვის დამახასიათებელი იყო მამაცობა და გმირობა. ბევრი ომი ჩაუტარებია. იყო მშვიდი, მომთმენი, კეთილი, მეგობრული, ჰქონდა მიდრეკილება თვითშეზღუდვისკენ. უყვარდა სამართლიანობა, გართობა მისთვის იშვიათი შემთხვევა იყო და როცა თავშექცევას მიეცემოდა, თავაზიანობის ფარგლებს მაშინაც არ გადადიოდა. ამაოდ სისხლისღვრას ერიდებოდა, ცდილობდა არ შეემჩნია თანამებრძოლთა ცუდი საქციელი და არ გამოეყენებინა თანამდებობა ბოროტად.

hqdefault-1658131765.jpg

იბრაჰიმ ბეი სათავეში ედგა ეგვიპტის ბრძოლას ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ.

1785-1787 წლებში მან ფართომასშტაბიანი აჯანყება წამოიწყო თურქთა წინააღმდეგ და დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, თუმცა ამაოდ.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ქართველი მამლუქი სათავეში ჩაუდგა ეგვიპტელი ხალხის ბრძოლას ნაპოლეონ ბონაპარტის არმიასთან. 1798 წელს, პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლებში დამარცხების შედეგად, მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა და სირიაში გადავიდა, მაგრამ წინააღმდეგობა შემდგომშიც არ შეწყვიტა და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა ეგვიპტიდან ფრანგების განდევნაში.

images-1658131796.jpg

1801 წელს მამლუქებმა კვლავ გაილაშქრეს ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა, თითქმის, 5 წელი გაგრძელდა. პარალელურად, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის კონსულთან ისტანბულში, რათა დამარცხების შემთხვევაში, საშუალება მისცემოდათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რუსებმა უარი უთხრეს. მათ ეს არ აწყობდათ, რადგან ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების გამოჩენა საქართველოში, როგორიც მამლუქები იყვნენ, რუსებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა.

kkl-1658131813.png

1804 წელს ხანგრძლივ და უთანასწორო ბრძოლაში დასუსტებულმა მამლუქებმა ხელისუფლება დაკარგეს. იბრაჰიმ ბეი, თანამებრძოლებთან ერთად, სუდანში გადაიხვეწა და 1815 წელს, იქვე, დონგოლაში გარდაიცვალა. საფლავი არ შემონახულა.

იბრაჰიმ ბეის ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოსთან. მისი ხელქვეითი მამლუქი დიდებულების უმრავლესობა ქართული წარმოშობისა იყო. მას მიმოწერა ჰქონდა ერეკლე II-სთან რათა რუსეთს, საქართველოსა და ეგვიპტეს ერთობლივად ემოქმედათ საქართველოდან და ეგვიპტიდან ოსმალთა განსადევნად. იგი, ასევე, უანგაროდ ეხმარებოდა თანამემამულეებს ტყვეობიდან დახსნასა და შემდგომ სამშობლოში დაბრუნებაში. 1778 წელს მან მოახერხა და მშობლიურ სოფელში წერილი და ეკლესიის ასაგები ფული გააგზავნა. სწორედ მისი შემოწირულობით არის აშენებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ქრისტიანული ტაძარი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი