პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებავის ეკუთვნის ყველაზე უცნაური საფლავი საქართველოში? - ბეტონის ავტომობილი, რომელიც სამეგრელოს სოფლის...

ვის ეკუთვნის ყველაზე უცნაური საფლავი საქართველოში? – ბეტონის ავტომობილი, რომელიც სამეგრელოს სოფლის სიმბოლო გახდა

ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. სხვა ყველაფერთან ერთად ქვეყანაში უამრავ განსხვავებულ საფლავის ქვას წააწყდებით.

ერთ-ერთი ასეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც არის. ეს სასაფლაო მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ფახულანში მდებარეობს.

უცნაური საფლავი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იქცევს ადგილობრივების ინფორმაციით, რუბენ შონიას ეკუთვნის. 60-იან წლებში ის საკმაოდ ახალგაზრდა, 45 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შემდეგ მისი საფლავის ზემოთ ეს ბეტონის მანქანის კონსტრუქცია დადგეს.

იმასაც ამბობენ, ამ საფლავის გასაკეთებლად ენგურჰესის კაშხლის ასაშენებელი ბეტონი გამოიყენეს.

„რუბენის ძმა აფხაზეთში ცხოვრობდა და ის ძმის სანახავად იყო წასული. მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ავარიის დროს მხოლოდ რუბენი გარდაიცვალა. ბეტონის მანქანის დამზადება მისმა სამეგობრომ მის სამახსოვროდ გადაწყვიტა. ალბათ ეს ერთადერთი მსგავსი ქანდაკებაა მსოფლიოში. მანქანას ნახევარი წლის განმავლობაში ამზადებდნენ.”- ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

რუბენის მეზობლების თქმით, მას ცოლ-შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ისინი წლების წინ სოფლიდან საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი