შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorized"ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა... ამ პერიოდზე კარგი მოგონებები არ მაქვს"

“ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა… ამ პერიოდზე კარგი მოგონებები არ მაქვს”

არქივი, ჟურნალი “გზა”, ინტერვიუ დაბეჭდილია 2018 წლის ნოემბერში

“იყო შეცდომები, რადგან ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა, დემოკრატიული სახელმწიფო, “თინეიჯერობის ასაკში”პარლამენტარი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ თავისი ასაკის კვალობაზე ბევრი რამ მოასწრო, თუმცა კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლო. წუხს, რომ ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოსდა მან განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა პატრიარქი და ეკლესიაა და რომ “ნაციონალური მოძრაობა” გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამუდამოდ შეუკრავს ხელ-ფეხს ეკლესიას. საუბრისას აღნიშნა, რომ ფულს დაუნანებლად ხარჯავს წიგნებსა და ფეხსაცმელში და როგორც მივხვდი, ფულის უძრავ ქონებაში დაბანდებაზეც არ ამბობს უარს. რამ მოახდინა გავლენა მისი პროფესიული არჩევანის გაკეთებაზე, ვინ დაადგა თვალი მის ქონება-ცხოვრებას და სად მუშაობდა სიცოცხლის რისკის ფასად დეპუტატი, – ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

– ვფიქრობ, რომ როგორც ყველა 90-იანელზე, ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა იმ მოვლენებმა, რაც მაშინ ხდებოდა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და ბევრი რამ დღემდე კარგად მახსოვს. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად იმოქმედა და სურვილი გამიჩნდა, მიმეღო მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. სწორედ ამან განაპირობა პროფესიული არჩევანიც. სკოლის დამთავრების შემდეგ, რადგან მაშინ პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი არ არსებობდა, იურიდიულზე ჩავაბარე, მეორე კურსიდან კი საზღვარგარეთ წავედი.

– როგორ ფიქრობთ, სრულყოფილებისა და ბედნიერებისთვის ქალისთვის ოჯახი აუცილებელია?

– ასე არ ვფიქრობ. მე ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდზე მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ მაქვს. ყველას თავისი ბედი აქვს. არ ვფიქრობ, რომ ბედნიერება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მათ თუ შეაგროვებ, მაშინ ხარ ბედნიერი. თუ კარიერა ან ოჯახი არ გაქვს, უბედური ხარ? ვიღაცისთვის შვილების გაზრდაა ბედნიერება, ვიღაცისთვის ის, რომ თავის პროფესიაშია რეალიზებული.

– თქვენს შემთხვევაში როგორ მოახდინეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზება?

– საქართველოში დავბრუნდი “ვარდების რევოლუციამდე” 1 წლით ადრე, ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში სამუშაოდ, მაგრამ ისევ წავედი უცხოეთში, რადგან აქ ვერ ვხედავდი თვითრეალიზაციისა და განვითარების პერსპექტივას. რადგან “ვარდების რევოლუციამ” შეცვალა რეალობა და მომავლის იმედი გაჩნდა, მაშინ ისევ დავბრუნდი და დიპლომატიურ სამსახურში განვაგრძე საქმიანობა – კვლავ უცხოეთში, ოღონდ ამჯერად საქართველოს სამსახურში. 2005-დან 2013 წლამდე ვიყავი საქართველოს ელჩი ევროკავშირში. ეს იყო ჩემი კარიერის მანძილზე ყველაზე პროდუქტიული და ყველაზე ძვირფასი წლები, რადგან ამ პერიოდში ბევრი რამის გაკეთება შევძელი.

– ამ ხნის მანძილზე თუ იყო შემთხვევა, რომ რომელიმე გამოწვევას სათანადოდ ვერ გაუმკლავდით და დამარცხდით?

– ისეთი შემთხვევა, რომ გამოწვევების წინაშე დავმარცხებულიყავი, ნამდვილად არ მახსენდება. მიმუშავია ომის ზონაში, ლიბიაში, მის დედაქალაქ ტრიპოლში მაშინ, როცა ყველა დიპლომატიური სამსახური ევაკუირებული იყო, ფაქტობრივად, სიცოცხლის რისკის ფასად. ალბათ ყველაზე რთული იყო, როდესაც ჩავდიოდი ისეთ რეგიონში, სადაც შეიძლებოდა ისლამურ სახელმწიფოს გავეტაცებინე და მოვეკალი; სადაც დაუცველი ვიყავი. წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი