შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლება"ზოგჯერ გვგონია, რომ სწორ საზოგადოებაში ვართ. მაგრამ, თუ ჩვენ იქ არ გვაფასებენ,...

“ზოგჯერ გვგონია, რომ სწორ საზოგადოებაში ვართ. მაგრამ, თუ ჩვენ იქ არ გვაფასებენ, უნდა მოვძებნოთ ის საზოგადოება, სადაც ჩვენი ფასი იციან” – ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

“საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის” პრეზიდენტი ლალი ბადრიძე ემოციურ ამბავს ყვება. ვიდეოს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი აზიარებს. ეს ისტორია გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, სწორ საზოგადოებაში მოვხვდეთ:

– მამამ ქალიშვილს ძველი მანქანა აჩუქა და უთხრა: “როგორც გინდა, ისე გამოიყენე.” შვილმა შეხედა ძველ მანქანას და მიუხედავად მორიდებისა, თქვა: “იცი, რა მამა, არ მომწონს ეს მანქანა, მოდი, გავყიდი, დავამატებ და ახალ მანქანას ვიყიდი.” მამამ უთხრა: “კი, ბატონო! შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი.” წაიყვანა მანქანა, მაგრამ მამის მაინც მოერიდა. იფიქრა, არ გავყიდი და ლომბარდში ჩავაბარებო… მანქანა ლომბარდში მიიყვანა. სახლში მივიდა და მამას უთხრა: “100 დოლარს მაძლევდნენ ამ მანქანაში, უნდა გავყიდოო.” მამამ უთხრა, გაყიდეო. ბაზრობაზე წაიყვანა, თუმცა შინ დაბრუნებულმა მამას უთხრა, რომ 1000 დოლარს მაძლევენ, მემგონი ესეც ძალიან ცოტააო. მამამ კი სთხოვა:”იქნებ, სხვაგან წაგეყვანა ეს მანქანა. იქნებ, არის მანქანის მოყვარულთა კლუბი და იქ მოგესინჯაო.” მართლაც, გოგონამ დაუჯერა და მანქანა ავტომოყვარულთა კლუბში წაიყვანა. სახლში გაოგნებული დაბრუნდა და თქვა, რომ 100 ათასი დოლარი შემომთავაზესო. მამამ უთხრა: “ხედავ? იქ, სადაც იციან ამ მანქანის ფასი, შემოგთავაზეს ის ღირებულება, რასაც ეს მანქანა იმსახურებს.” ადამიანებიც ასე ვართ. ზოგჯერ გვგონია, რომ სწორ საზოგადოებაში ვართ. მაგრამ, თუ ჩვენ იქ არ გვაფასებენ და ჩვენი ფასი არ იციან, უნდა მოვძებნო ის საზოგადოება, სადაც ჩვენი ფასი იციან. ჩვენი დონის, ჩვენი გაგების, შეხედულებების საზოგადოებაში. ვიტრიალოთ იმ წრეში, სადაც ჩვენი ფასიც იციან და ჩვენც ვიცით მათი ფასი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი