კვირა, ნოემბერი 2, 2025
spot_img
მთავარისკოლებითბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს – ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება...

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს – ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და პოლიცია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაშო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.

როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, სკოლაში, ერთ-ერთმა მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც დირექციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა – ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია.

უწყების ცნობით, მოსწავლეების ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ამჟამად ინციდენტი ამოწურულია და მიმდინარეობს სასწავლო პროცესის აღდგენა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე მოსწავლე, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  კენიაში, სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა - დაშავებულია 10-ზე მეტი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი