ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
spot_img
მთავარიგანათლებათბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია წარმატებული პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასაქმებითა და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ.

„ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს – არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც ეძებს კვალიფიციურ  კადრებს. ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამის – „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს. 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით,  დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე –www.dasakmdi.ge. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობას კერძო სექტორთან თანამშრომლობით. აღნიშნულ კურსებზე ჩვენი თანამოქალაქეების გადამზადებას ყოველგვარი გადასახადების გარეშე ვახდენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 65 სპეციალობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მომზადება/გადამზადებას გაივლის 1 000-მდე მოქალაქე. ბოლო წლების  განმავლობაში, გადამზადდა 9 000-ზე  მეტი მოქალაქე და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – ვისაც სურს ონლაინ კურსებზე სწავლა და ამისთვის ესაჭიროება შესაბამისი ადგილი, მათ მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ახლად რეაბილიტრებული მულტიფუნცქიური ბიბლითეკების თავისუფალ სამუშაო სივრცეებს ვთავაზობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი