ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებათმით გამდიდრებული დების ტრაგიკული ისტორია - გზა მილიონერობიდან უსახლკარობამდე

თმით გამდიდრებული დების ტრაგიკული ისტორია – გზა მილიონერობიდან უსახლკარობამდე

ვიდრე კინოს გამოიგონებდნენ, ხალხი სხვაგვარად ირთობდა თავს. მაგალითად, ცირკში დადიოდნენ, რათა აღფრთოვანებულიყვნენ სხვებისგან განსხვავებული ადამიანებით: სიამის ტყუპებით თუ ზედმეტი კიდურებით დაბადებულებით.  დები საზერლენდები სრულიად ჯანმრთელი გოგონები იყვნენ, მაგრამ ისინი გამოირჩეოდნენ გრძელი, ქალთევზას მსგავსი თმით.
ისინი შვიდი და იყვნენ, ღარიბი ფერმერის ქალიშვილები: სარა, ვიქტორია, იზაბელა, გრეისი, ნაომი, მერი და დორა. მათმა ბიოგრაფმა, ბრენდონ სტიკნიმ მათ უწოდა “ყველაზე სექსუალური” შემსრულებლები შეერთებულ შტატებში. მაგრამ მათ მოხიბლეს მაყურებელი არა მხოლოდ გარყვნილი ცეკვებით – ყველა მათი თმით მოდიოდა აღტაცებაში. დების თმა კოჭებს სწვდებოდა და მოსასხამივით ფარავდა სხეულს.

დები და მათი ერთადერთი ძმა დაიბადნენ 1851-1865 წლებში, კუმბრიაში. ოჯახის სიღარიბიდან გამოყვანის მცდელობისას, მამამ გადაწყვიტა, ქალიშვილებისთვის სიმღერა ესწავლებინა, რათა მათ ფულის გამომუშავება შეძლებოდათ.
ასე რომ, ისინი შეუერთდნენ ცნობილ ცირკს – Barnum & Bailey, სადაც მათ უწოდეს “მსოფლიოს შვიდი ყველაზე მომხიბვლელი საოცრება”. და მართლაც, დებმა სწრაფად დაიწყეს მაყურებლის მოზიდვა, მაგრამ მაყურებელი საერთოდ არ იყო დაინტერესებული გოგონების სიმღერის ნიჭით.

სტიკნი წერდა: „დები მღეროდნენ საეკლესიო მუსიკასა და ძველ ბალადებს და მათი სიმღერა პოპულარული იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანებს სურდათ, ენახათ მათი წარმოუდგენელი კულულები.”

დების მაგიური წამალი
ამბობდნენ, რომ მათი დედა მერი, რომელიც გარდაიცვალა 1867 წელს, მისი უმცროსი ქალიშვილის დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მათ თმაზე უსიამოვნო სუნის მქონე სითხეს უსვამდა – ეს ჯადოსნური წამალი თმის წარმოუდგენელი სიჩქარით ზრდას ასტიმულირებდა.
რა თქმა უნდა, მისტერ საზერლენდმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და როგორც კი ჭორები გაძლიერდა, ბაზარზე გამოჩნდა ჯადოსნური ტონიკი „შვიდი საზერლენდი“. ფარმაცევტულმა ჟურნალმა The Pharmaceutical Era-მ გააანალიზა ამ ტონიკის შემადგენლობა და შედეგები გამოაქვეყნა თავის გვერდზე: 56% განზავებული თხილის ექსტრაქტი, 44% ალუბლისა და დაფნის ნაყენი, ცოტა მარილი, მაგნეზია და მარილმჟავა.

ეტიკეტზე ეწერა: „ეს რეცეპტი დამზადებულია ჩვენ მიერ და ჩვენ გირჩევთ მას, როგორც საუკეთესოს, მსოფლიოში“.

ასეთი ელექსირის ბოთლი 50 ცენტიდან 1,50 დოლარამდე ღირდა, რაც მე-19 საუკუნეში საშუალო კლასის დღიურ ან თუნდაც ყოველკვირეულ ხელფასს უდრიდა. კარგი რეკლამის წყალობით, საზერლენდმა გაყიდა 2,5 მილიონი ბოთლი და გამოიმუშავა 3 მილიონი დოლარი.
საზერლენდი მალე იმდენად ცნობილი გახდა, რომ მათი ფოტოები გამოქვეყნდა იმ დროის ყველაზე ცნობილ ჟურნალებში: VOICE, The New Yorker, The New York Times და Time.

იმ დროისთვის, როდესაც ოჯახის მამა გარდაიცვალა 1888 წელს, დებმა ააშენეს მდიდრული სასახლე მშობლიურ ქალაქში. სახლს 14 ოთახი ჰქონდა, ცხელი და ცივი წყალი (იმ დროს განსაკუთრებული ფუფუნება!), პარკეტის იატაკი და ჭაღები.

ეპოქის დასასრული
პრობლემები დაახლოებით 1920 წელს დაიწყო. მოდა საზერლენდის ოჯახისთვის დაუნდობელი აღმოჩნდა და თმის მოკლედ შეჭრა ბოლო ტენდენციად იქცა. საზერლენდის იმპერიამ დაიწყო დაშლა.

დები მიჩვეულები იყვნენ გრანდიოზულ სტილში ცხოვრებას და ვერ შეძლეს თავიანთი წესების სწრაფად შეცვლა. მათ დაუფიქრებლად განაგრძეს ფულის ხარჯვა, სანამ ბიუჯეტი არ ამოიწურა. წაიკითხეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები

ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

ნოემბერი 25, 2024
“ძლიერი ქარბუქი, თოვლი…”- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

“ძლიერი ქარბუქი, თოვლი…”- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

ნოემბერი 25, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
რა ფერის სამოსი არ უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

რა ფერის სამოსი არ უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი