კვირა, ოქტომბერი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლებათსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების ახალი კორპუსი აშენდება

თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების ახალი კორპუსი აშენდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის პროექტირების კონკურსი დასრულდა.

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ-ს პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება, სადაც ასევე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

თსუ-ს პრესსამსახურის ცნობით, კონკურსის შედეგად წარმოდგენილი რვა პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს.

საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.

პროექტების წარმოდგენის პროცედურები მიმდინარე წლის 30 იანვარს დასრულდა. 31 იანვრიდან პროექტების გაცნობისა და შეფასებისთვის თსუ-ს პირველ კორპუსში გამოიფინა რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ავღანეთში ცხოვრებიის თავისებურებები, რომლებიც უცხოელებს აოცებთ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი