შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგამოცდები"თუ პირველკურსელი 17 წლისაა, უნივერსიტეტში მშობლის მიყოლა დასჭირდება" - პირველკურსელის რეგისტრაციის დეტალები

“თუ პირველკურსელი 17 წლისაა, უნივერსიტეტში მშობლის მიყოლა დასჭირდება” – პირველკურსელის რეგისტრაციის დეტალები

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია და აბიტურიენტებმა უკვე შეიტყვეს, რომელ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას. ბევრ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. აბიტურიენტთა ჯგუფებში ხშირად იკითხეს, დასჭირდებათ თუ არა 17 წლის პირველკურსელებს რეგისტრაციასა და ხელშეკრულების გასაფორმებლად მშობლის გაყოლა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, 17 წლის პირველკურსელებს რეგისტრაციაზე მშობელი უნდა გაჰყვეს და პირადობის მოწმობაც თან ჰქონდეს. თუ პირველკურსელს ადგილზე არც ერთი მშობელი არ ჰყავს, ის უფროსი უნდა გაჰყვეს, რომელსაც მინდობილობა ოფიციალურად აქვს გაკეთებული.

თუმცა, კონკრეტული დეტალები შეგიძლიათ, იმ უნივერსიტეტთან გადაამოწმოთ, სადაც ჩაირიცხეთ.

სრულწლოვანი პირველკურსელები კი უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას დამოუკიდებლად გააფორმებენ.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როდის გადაეცემათ მოსწავლეებს სკოლაში მიღებული მედლები და რა ძალა აქვს მედალს? - განმარტება სამინისტროდან
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი