ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ"ინტერვიუ არ დაუბეჭდავთ იმ მიზეზით, რომ სკანდალურ თემებზე არ გავაკეთე კომენტარი"

“ინტერვიუ არ დაუბეჭდავთ იმ მიზეზით, რომ სკანდალურ თემებზე არ გავაკეთე კომენტარი”

მომღერალ მიშა უშიკიშვილს ერთ-ერთი საავტორო სიმღერისთვის ტექსტი პოეტმა ნანა ცინცაძემ დაუწერა

და სახელიც თავადვე დაარქვა – „დაიწყება დღეს“. პრემიერა რადიო „დარდიმანდში“ და „საქართველოს ხმაში“ შედგა. როგორც თავად აღნიშნა, შოუბიზნესში არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, ამ საავტორო სიმღერით თავიდან დაიწყება მისი კარიერაც და მსმენელს მალე საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს.

– მიშა, თავდაპირველად გაეცანით ჩვენს მკითხველს.

– სიმღერის მიმართ სიყვარული და ინტერესი ალბათ ჩემი ოჯახის დამსახურებაა – მართალია, მოყვარულის დონეზე, მაგრამ ბაბუაც კარგად უკრავდა და მღეროდა გიტარაზე და მამაც. მახსოვს, საბავშვო ბაღში პირველად რომ ვიმღერე „ჩემი კარგი ბაბუა“. ეს სიმღერა იმ პერიოდში პოპულარული იყო და ბავშვებს განსაკუთრებულად გვიყვარდა. ბებია საბავშვო ბაღის პედაგოგი გახლდათ და ისე ხდებოდა, რომ ზეიმებში ხშირად მამღერებდნენ. სკოლის პერიოდში ჩამოვშორდი მუსიკას, რადგან სამტრედიაში დავბრუნდით საცხოვრებლად. უფრო სწავლაზე ორიენტირებული ვიყავი, სიმღერას კი ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა, თუმცა ამ პროფესიისადმი სიყვარული არასდროს გამნელებია. მახსოვს, სხვა ბავშვები რომ გარეთ თამაშობდნენ, მე გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი დამოუკიდებლად. 2000 წლიდან ისევ აქტიურად ჩავერთე ამ სფეროში, ვურთიერთობდი სხვადასხვა სტუდიასთან. სტუდიაში „ორფეი“ ჩავწერე „შემიყვარდა მე პატარა გოგო“, მართლაც ლამაზი სიმღერა გამოვიდა. სხვათა შორის, ახლა მისი განახლება მინდა რამდენიმე სხვა სიმღერასთან ერთად, მაგრამ არ ვიცი, ვინ არის ავტორი. სიმღერა სტუდია „მაიაკშია“ ჩაწერილი, გიორგი სანიკიძე ასრულებდა და თუ ვინმემ იცის ავტორის ვინაობა, იქნებ გამომეხმაუროს.

– რამდენიმე მუსიკალური პროექტი დამწყები მომღერლებისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა, თქვენ არასდროს გიცდიათ მონაწილეობა?

– დიახ, როგორ არა. სწორედ ამ სიმღერის, „შემიყვარდა მე პატარა გოგო“ ჩანაწერი და ფოტომასალა გავგზავნე პროექტ „ნუცას სკოლაში“. დამირეკეს და მითხრეს, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად უნდა მივსულიყავი, მაგრამ იმ პერიოდში ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და პროექტიც აღარ გაგრძელდა. ვცადე „ვარსკვლავების აკადემიაშიც“, თუმცა ამ პროექტთან სასიამოვნო მოგონებები არ მაკავშირებს. შემდეგ დავიწყე მომზადება არაჩვეულებრივ ვოკალის პედაგოგთან, ქალბატონ ლალიკო ბერაძესთან ჯაზის განხრით, მერე კი კლასიკურ ვოკალზე გადავედი და ბოლო დროს უკვე საკუთარი სიმღერების წერაც დავიწყე. ზურა მახნიაშვილთან რომ მივიტანე პირველად, მელოდია ძალიან მოეწონა და შემომთავაზა, რომ ტექსტი დაგვეწერა. ასე ჩაიწერა სიმღერა „გჯეროდეს“. მიხარია, რომ ის მსმენელმა შეიყვარა.

READ  „მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

– ახალი წლის შემდეგ გქონდათ პრემიერა სიმღერისა, რომელიც პოეტ ნანა ცინცაძის ტექსტზე შეიქმნა, ამის შესახებაც გვითხარით.

– ჩემი ოცნება იყო, ქალბატონ ნანას ტექსტზე მემღერა. ცოტა არ იყოს, შიშით მივედი მასთან. მე ხომ არ ვიყავი პროფესიონალი კომპოზიტორი, მივდიოდი ჩემი სიმღერით და ბუნებრივია, ძალიან ვღელავდი; არ ვიცოდი, რას მეტყოდა, მოეწონებოდა თუ არა. ქალბატონმა ნანამ მითხრა, რომ მელოდია მართლაც ლამაზი იყო და დამპირდა, კარგ ტექსტს დავწერო, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ. არანჟირება კვლავ ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის. სიმღერას ჰქვია „დაიწყება დღეს“, ეს არის რიგით მეორე საავტორო სიმღერა, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა. ტექსტი ხომ ქალბატონმა ნანამ დამიწერა და სიმღერას სახელიც თვითონვე მოუფიქრა. ახლა ორ რადიოში ტრიალებს – რადიო „დარდიმანდში“ და „საქართველოს ხმაში“. პრემიერაც სწორედ ამ რადიოებში შედგა. ვფიქრობ, ამ საავტორო სიმღერით ჩემი კარიერაც თავიდან დაიწყება და აღარ გავჩერდები. დაწერილი მაქვს რამდენიმე ახალი სიმღერა. მინდა ამ ტექსტების ავტორიც ნანა ცინცაძე იყოს, მას ემოციებისა და სიტყვების ულევი მარაგი აქვს, თუმცა ჩვენს სფეროში სხვა ბევრი პრობლემა და დაბრკოლებაა. დღესდღეობით შოუბიზნესში ნაკლებად იქმნება ახალი. განვლილ წლებს თუ გადავხედავთ, უფრო აქტიურად იქმნებოდა და იწერებოდა ახალი სიმღერები. იღებდნენ კლიპებს, ეს ერთგვარი შეჯიბრებასავით იყო – აბა, ვინ უფრო კარგ სიმღერას და კლიპს შესთავაზებდა მსმენელს; სატელევიზიო ეთერი ეთმობოდა მუსიკალურ გადაცემებს, პრესაც შესაბამის ყურადღებას აქცევდა ხელოვნებას. მომღერლებს გარკვეულწილად რთული გზის გავლა გვიწევს, თუნდაც ცნობადობის მიღწევა და შემდგომ შენარჩუნება ძალიან რთულია. არის ბევრი წინააღმდეგობა. აი, მაგალითად, ტელევიზიაში გადაცემის პროდიუსერისთვის მიმიწოდებია ახალი სიმღერა და მას უთქვამს, რომ მოსწონს, ლამაზი სიმღერაა და დამიკავშირდება გადაცემაში გადაღებისთვის, მაგრამ… აღარ დამკავშირებია და მიზეზი რომ მიკითხავს, პასუხი ასეთია: სიმღერა „ჩვენი გადაცემის ფორმატის“ არ არისო. საწყენია, როდესაც ასეთ პასუხს იღებ მას შემდეგ, რაც დაპირება მოგცა, რომ გადაცემაში მიიღებდი მონაწილეობას. მქონია ისეთი შემთხვევაც, რომ მიმიცია ინტერვიუ, ფოტოები, მაგრამ არ დაუბეჭდავთ იმ მიზეზით, რომ სკანდალურ თემებზე არ გავაკეთე კომენტარი, რედაქტორს უარი უთქვამს გამოქვეყნებაზე. ყველაფრის მიუხედავად, როგორც უკვე გითხარით, ახლო მომავალში ბევრი გეგმა მაქვს. კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე ვიწყებ მუშაობას, ამჯერად მე არ ვიქნები სიმღერის ავტორი და თუ ვინ იქნება, ამას მოგვიანებით გავამხელ, როდესაც შევიძენ. წაიკითხეთ ვრცლად ჟურნალი “გზაში”

READ  „ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე“ – ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის ისტორია
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

9 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი