კვირა, ოქტომბერი 19, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიიცოდით, რატომ არ აქვს ამერიკულ სახლებს ღობეები?

იცოდით, რატომ არ აქვს ამერიკულ სახლებს ღობეები?

თითოეულ ქვეყანას საკუთარი წესები და ტრადიციები აქვს შემუშავებული ურბანული დაგეგმარების, სახლების დიზაინისა და მათი შემოღობვის შესახებ. საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებში, ბევრ რეგიონში, სახლის ირგვლივ ღობეები საერთოდ არ შეინიშნება.

am4-1705553613.jpg

სახლების შემოღობვის იდეა უძველესი დროიდან არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, თუმცა შეერთებულ შტატებში კერძო სახლების წინ ყველაზე ცოტა ღობე შეიძლება ნახოთ. ეს საკმაოდ უცნაურია, რადგან ოჯახისა და ტერიტორიის დაცვა უძველესი დროიდან ნებისმიერი მფლობელის მთავარი პრიორიტეტი იყო. ღია სივრცეში, ასე ვთქვათ, ხელის გულზე ცხოვრება საკმაოდ უხერხული და სახიფათოც არის, თუმცა, ამერიკელები ასე არ ფიქრობენ, აქ შემოღობილი სახლები ძალიან იშვიათად გვხვდება.

am11-1705553621.jpg

თავად ამერიკელების თქმით, შეერთებულ შტატებში სახლების 50%-ზე ნაკლებს აქვს მაღალი ღობეები უკანა ეზოში, მაგრამ წინა ფასადზე ღობეები, ტროტუარებსა და ქუჩებზე გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული. თუ ვინმეს აქვს ღობე, ის, როგორც წესი, ძალიან დაბალია და ემსახურება მხოლოდ სახლის საზღვრების გამიჯვნას და არა მის დაცვას ცნობისმოყვარე თვალებისგან. იხილეთ სრულად

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა გადახდა ნაპოლეონს ღამე გიზას პირამიდაში და რატომ დუმდა ამის შესახებ მთელი ცხოვრება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი