პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაიცოდით, რატომ უმღერიან ბავშვებს ბატონების დროს? - მითი და რეალობა

იცოდით, რატომ უმღერიან ბავშვებს ბატონების დროს? – მითი და რეალობა

ბატონებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საუკუნეების განმავლობაში არსებული ტრადიციის გაგრძელება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათ პრაქტიკული შედეგი არ აქვთ და ეს მხოლოდ ხალხში შემორჩენილი ჩვევაა.

ლეგენდარული კარდიოლოგი – 92 წლის გულიკო ჩაფიძე თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სწორედ ამ თემის შესახებ უზიარებს მკითხველს საკუთარ აზრს:

გულიკო ჩაფიძე: “უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.

მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, იცით, რატომ? ეს დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა. კარგ გუნებაზე მყოფი ბავშვის დაავადებაც ადვილად სამართავი ხდებოდა…

სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ. ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება.”- აცხადებს ის.

ასევე საინტერესოა ვნახოთ რას ფიქრობენ ბატონების შესახებ უფროსი თაობის წარმოამდგენლები. ერთ-ერთია გალის რაიონში მცხოვრები, 82 წლის ნაირა ტორუა, რომელიც ბატონების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის.

მისი მონაყოლიდან, თუ რა შეიძლება და რა არა, ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

ბატონების დროს არ შეიძლება – მშობლების თანაცხოვრება, დალევა (სიმთვრალე, მთვრალი სტუმარი), გავარვარებული ტაფა, გაბრაზება, ჩხუბი, ბავშვისთვის სარკეში ჩახედვა, დაბანა, კერვა, წვერის გაპარსვა, მიწის სამუშაოები, ოჯახში სისხლის დაღვრა (იგულისხმება პირუტყვის დაკვლა), შავი ფერის ტანსაცმელი, თავშალი, სამძიმარზე წასვლა (მისი ნებართვით შესაძლებელია), ადგილის მოცვლა (სადაც მობრძანდება, იქედანვე უნდა გააცილო), სახლის დალაგება, ნაგვის გადაყრა (გროვდება ერთ ადგილას და გაცილების შემდეგ იყრება).

რა არის აუცილებელი – მხიარულება, ოთახი ირთვება ნათელ ფერებში, უნდა შეუსრულო ნებისმიერი სურვილი, რასაც ბატონი ინებებს.

უხუცესი ბებო არც აცრას უარყოფს და აცხადებს, რომ ბატონები მობრძანდება და მარტივად მიბრძანდება თუ სავალდებულო აცრები გაკეთებულია.

„აუცრელობის და დაუცველობის შემთხვევაში, ბატონები ბრაზდებიან, ამ შემთხვევაში კი ხშირად ხდება მობრუნება დიდი ბატონების სახით, რომელიც ერთწლიანია. თუ ბატონები გაბრაზდა, აუცილებლად მლოცველები უნდა მოუყვანო. ჩემს შვილიშვილს გაურთულდა, 12 წლის იყო. ზუსტად იმ პერიოდში გარდაეცვალა ბაბუა, რაზეც ძალიან ინერვიულა. ჩვენ სამძიმარზეც ვერ წავედით, რადგან ბავშვი ცუდად იყო, მხედველობა და სმენა დაკარგა. მლოცველები მოვუყვანეთ, ღმერთს შევავედრეთ და დღეს ღვთის წყალობით კარგადაა, თუმცა წინასწარმეტყველური ნიჭი დაუტოვა. ცუდის მოახლოებას, ყოველთვის წინასწარ გრძნობს“, – აცხადებს ბებო.

ის კიდევ ერთ ისტორიას იხსენებს და გვიყვება, რომ მისმა შვილმა ზუსტად აღუწერა ის თოჯინა, რომელიც იმ დროს მაღაზიაში ახალი შემოტანილი იყო.

„ჩემი შვილი ახლა 58 წლისაა, ბატონები რომ უბრძანდებოდა, დამიძახა და მითხრა, რომ მაღაზიაში ახალი საქონელი მოიტანეს, დახლზე მაღლა დიდი თოჯინა დევს, აი ზუსტად ის მინდაო. რას ვიზამდი, ეგრევე გავიქეცი და მაღაზიაში რომ შევედი, ზუსტად ისეთი თოჯინა, რომელიც მან აღმიწერა, ზუსტად იმ დახლზე იდო. მეორე შვილმა ფელამუში მომთხოვა, მეორე სოფელში გავიქეცი, ჩემს ძირ სახლში, გავუმზადე და მოვუტანე. ასე იყო ბებო, მაშინ ასე ვიცავდით, ახლა ახალგაზრდებს არაფრის არ სჯერათ“, – აცხადებს ის.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი