ორშაბათი, იანვარი 13, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაიწვევს თუ არა სიცივე გაციებას — რატომ არის ავადმყოფობები ზამთარში უფრო ხშირი

იწვევს თუ არა სიცივე გაციებას — რატომ არის ავადმყოფობები ზამთარში უფრო ხშირი

ალბათ ბევრჯერ გექნებათ გაგონილი ფრაზა „ზამთარში გარეთ სველი თმით ან ქურთუკის გარეშე გარეთ არ გახვიდე, თორემ გაცივდები“.

 

ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც სხვა ბევრ რამეში, რეალობა აქაც ბევრად უფრო რთულადაა. სიმართლე ასეთია — ის, რომ გცივათ, გაციების მიზეზი არ არის. თუმცა, ცივი ამინდი ნამდვილად აადვილებს, რომ მარტივად „დაიჭიროთ“ რესპირატორული ვირუსები, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის ვირუსები.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ დაბალ ტემპერატურაზე უფრო მაღალია COVID-19-ით ინფიცირების რისკი.

მრავალი ვირუსი, მათ შორის რინოვირუსი — ჩვეულებრივი გაციების მთავარი გამომწვევი — გრიპი და COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 დაბალ ტემპერატურასა და დაბალ ტენიანობაში უფრო დიდხანს რჩება ინფექციური და უფრო სწრაფად მრავლდება.

ეს და კიდევ ის ფაქტი, რომ ცივ ზამთარში ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ დახურულ სივრცეებში და ერთმანეთთან ახლო კონტაქტში — ის ძირითადი ფაქტორებია, რომელთა გამოც, მიკრობები უფრო ადვილად ვრცელდებიან.

გრიპს და რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსს (RSV) ახასიათებთ შემოდგომისა და ზამთრის განსაზღვრული სეზონურობა.

თუმცა, COVID-19-ის ახალი შტამებისა გამოჩენისა და წინა ინფექციების ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტის დროთა განმავლობაში შემცირების გამო, COVID-19 ტიპური ცივი ამინდის რესპირატორული ვირუსი არ არის. მაგალითად, 2020 წლის შემდეგ, COVID-19-ის შემთხვევები ყოველ ზაფხულს იზრდება.

სიცივეში ვირუსის გადადება უფრო ადვილია

უფრო კონკრეტულად, ცივი ამინდი გრიპის ვირუსის გარე მემბრანას ცვლის, რაც მას უფრო მტკიცესა და დრეკადს ხდის. მეცნიერთა აზრით, ეს რეზინისებრი საფარი ვირუსს ადამიანიდან ადამიანში გადასვლას უადვილებს.

პრობლემას მხოლოდ ზამთრის ცივი ჰაერი როდი წარმოადგენს. გარდა სიცივისა, გრიპის გავრცელებებთან დაკავშირებულია მშრალი ჰაერიც. იმიტომ, რომ ზამთრის მშრალი ჰაერი გრიპის ვირუსს კიდევ უფრო ეხმარება, რომ დიდხანს იყოს ინფექციური. მშრალი ჰაერი, რაც ზამთრისთვისაა დამახასიათებელი, რესპირატორულ წვეთებში არსებული წყლის სწრაფად აორთქლებას იწვევს. შედეგად კი ვიღებთ უფრო პატარა ნაწილაკებს, რომლებიც ჰაერში დიდხანს რჩებიან და უფრო შორს გადაადგილდებიან მას შემდეგ, რაც მათ ამოახველებთ ან დააცემინებთ.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ რეაგირებს თქვენი იმუნური სისტემა ცივ ამინდში. ცივი ჰაერის ჩასუნთქვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს სასუნთქ გზებში იმუნურ პასუხზე, რაც აადვილებს ვირუსის იქ დარჩენას. სწორედ ამიტომ, დიდად შეიძლება დაგეხმაროთ ცხვირსა და პირზე კაშნეს აფარება, რადგან ის ათბობს ჰაერს, რომელსაც ისუნთქავთ.

ამას გარდა, ადამიანთა უმეტესობა ზამთარში ნაკლებ მზის სინათლეს იღებს, რაც ნამდვილად პრობლემაა, რადგან მზე D ვიტამინის მთავარი წყაროა; ეს ვიტამინი უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის. კიდევ ერთი ფაქტორია ფიზიკური აქტივობა, რაც ზამთარში ასევე მცირდება. სამჯერ მაღალია იმის ალბათობა, რომ თოვლსა და ყინვაში ადამიანებმა არ ივარჯიშონ.

ამის ნაცვლად, უფრო მეტ დროს ვატარებთ დახურულ სივრცეში. ეს კი ნიშნავს უფრო ახლო კონტაქტს სხვებთან, რაც დაავადების გავრცელებას განაპირობებს. როგორც წესი, რესპირატორული ვირუსები ინფიცირებული ადამიანისგან დაახლოებით ორი მეტრის რადიუსში ვრცელდება.

გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა აშრობს თვალებს და ლორწოვან გარსებს ცხვირსა და ყელში. ვინაიდან გაციების, გრიპისა და COVID-19-ის გამომწვევი ვირუსებით ინფიცირება ძირითადად შესუნთქვით ხდება, ისინი უფრო ადვილად ეკვრიან გამომშრალ, დაზიანებულ სასუნთქ გზებს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ

დასკვნა არის ის, რომ შეციება და დასველება ავად გახდომას არ იწვევს. შესაბამისად, არსებობს მეთოდები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში დაგეხმარებათ ავად გახდომის თავიდან აცილებაში.

 

ხშირად დაიბანეთ ხელები.

მოერიდეთ საკუთარ სახეზე შეხებას, რასაც ადამიანები საათში 9-23-ჯერ აკეთებენ.

მიიღეთ სითხეები. დღეში რვა ჭიქა წყალი კარგი მიზანია, მაგრამ ეს მეტნაკლებად დამოკიდებულია ცხოვრების სტილზე და პიროვნების ფიზიკურ ზომაზე.

იკვებეთ დაბალანსებულად. მუქი მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული მდიდარია იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ვიტამინებით; კვერცხი, რძე, ორაგული და თინუსი შეიცავს D ვიტამინს.

იყავით ფიზიკურად აქტიური, ზამთარშიც კი.

იძინეთ სრულფასოვნად.

ხშირად გაწმინდეთ მყარი, ხშირად შეხებადი ნივთების ზედაპირები.

თუ ზამთარში ცხვირი და ყელი გიშრებათ, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი.

ყოველ წელს ჩაიტარეთ გრიპისა და COVID-19-ის ვაქცინაცია.

თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, მთელ ზამთარს ჯანმრთელად გაატარებთ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

 

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

13 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
გურიაში კალანდა დგება – ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

გურიაში კალანდა დგება – ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

13 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

იანვარი 13, 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

იანვარი 13, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი