ორშაბათი, აპრილი 7, 2025
spot_img
მთავარირჩევები მშობლებს"იწვევს კიბოს განვითარებას" - ამ ტკბილეულს შესაძლოა, ყოველდღე ყიდულობთ, თუმცა მისი საფრთხის...

“იწვევს კიბოს განვითარებას” – ამ ტკბილეულს შესაძლოა, ყოველდღე ყიდულობთ, თუმცა მისი საფრთხის შემცველი დანამატის შესახებ არაფერი იცით; რას ამბობენ მოქალაქეები?

ბავშვებისთვის ყველაზე გემრიელ, სასურველ და ტკბილ ჯილდოს – ფერად ტკბილეულს, სუპერმარკეტებში მრავლად შეხვდებით. აღმოჩნდა, რომ მიმზიდველი ტკბილეული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

მსოფლიოს მსხვილი მწარმოებელი კომპანიები სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკით ცდილობენ, მშობლებს აფიქრებინონ, რომ ესა თუ ის ფერადი ტკბილეული ხილისგან მზადდება და ჯანსაღია, რეალურად კი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი საკვები საღებავია, რომელიც ნავთობპროდუქტებისგან მზადდება.

რას ნიშნავს ტკბილეულის ეტიკეტზე დაწერილი წითელი ნომერი 3 და რა სახის ზიანის მოტანა შეუძლია მას მოზარდის ორგანიზმისთვის?

აღგზნებადობა, უძილობა, უმადობა, ჰიპერაქტიურობა და სიმსივნის პროვოცორება… პედიატრების თქმით, ფერად ტკბილეულში დამალული შხამი – ხელოვნური საღებავი, სწორედ ამ პრობლემებს იწვევს.

საღებავი, სახელწოდებით წითელი ნომერი სამი, 33 წელზე მეტია, რაც დეკორატიულ კოსმეტიკაშიც კი აღარ გამოიყენება. კალიფორნია არის პირველი შტატი, რომელმაც გამოსცა ბრძანება წითელი საღებავი ნომერი 3-ის შემცველი პროდუქციის გაყიდვისა და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ, თუმცა ასობით ბრენდის ბავშვთა საკვები ტკბილეული დღესაც შეიცავს ტოქსიკურ საკვებ საღებავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტები ხშირად საუბრობენ არანატურალური კანფეტებისა და ხემსების მავნებლობაზე, მშობლები მაინც ყიდულობენ ფერად ტკბილეულს.

არაერთი კვლევა ადასტურებს ფაქტს, არანატურალურ პროდუქტში დამალული ქიმიური ნივთიერებები მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის შანსს ზრდის. პედიატრები მშობლებს მოუწოდებენ, რომ კვების რაციონიდან ამოიღონ მარტივი ნახშირწყლები, ჩაანაცვლონ ბიოორგანული პროდუქტებით, რადგან ტკბილეულზე დამოკიდებულება მოზარდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განთვითარებას ხელს უშლის.

წყარო: პალიტრავიდეო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
READ  6 ლოცვა, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

აპრილი 7, 2025
საქართველოდან თაფლის ექსპორტი 96%-ით შემცირდა — როგორია 5 წლის სტატისტიკა

საქართველოდან თაფლის ექსპორტი 96%-ით შემცირდა — როგორია 5 წლის სტატისტიკა

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი