ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
spot_img
მთავარიგამოცდებიკარგი სიახლე მომავალი პირველკურსელებისთვის

კარგი სიახლე მომავალი პირველკურსელებისთვის

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი შესაბამის ვებ-გვერდზე 11 მაისის საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ცვლილების თანახმად, წელს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფომ გრანტების გაცემაზე უარი თქვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ცნობარი რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. მასში არის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგამოცდო პროცედურები და წესები.

“ათასობით აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე. წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პირველკურსელები როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურზე, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან უფასოდ. ამასთანავე, პირველად მოხდა, რომ ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე. განისაზღვრა 21 600-მდე ადგილი 19 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა უფასო იქნება. ასევე, პირველად ხდება ის, რომ ყველა აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს რამდენიმე პროფესიული მიმართულება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ დააგროვებენ საკმარის ქულებს, რომ მოიპოვონ ადგილი უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გადალახავენ მინიმალურ ბარიერს, მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სწავლა პროფესიულ კოლეჯში,” – აცხადებს გივი მიქანაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „დიდი პოეტი და დიდი მეგობარი“ - „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ პირველი ელჩი ტარიელ ხარხელაური გახდა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი