თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს.
PHR-ის ცნობით, სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად.
მოსამართლე: იზა კელენჯერიძე; პროკურორი: თორნიკე მახათაძე; საქმეში ჩართული იყო მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი ანა სოსელია. საქმეზე მუშაობს PHR-ის ადვოკატი ანა თავხელიძე“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები