სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაკონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა

კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა

კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი გახდა.

კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სომელიეს პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

„კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე წარმატებით დამკვიდრდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში. სომელიეს პროფესია აქტიურად ვითარდება, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის ხარისხზე, მის კულტურასა და ისტორიაზე. ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და საქართველოში ღვინის სწორი მოხმარების კულტურის დასანერგად, რაშიც სომელიეებს დიდი როლი აკისრიათ“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
„ღონისძიება საქართველოში სომელიეთა საუკეთესო უნარებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენას ემსახურება. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ საუკეთესო სომელიეს გამოვლენას, არამედ სომელიეების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას, რაც ქართული ღვინის კულტურის პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს მსოფლიო ღვინის სცენაზე. გამარჯვებული 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე წარადგენს საქართველოს“, – აღნიშნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა. მან ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგში იმ პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობას, რომლებიც სწორედ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2003 წელს შეიქმნა; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორია, მათ შორის, „ქართული ღვინო“, „International Sommelier“, „WSET“ და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

ნოემბერი 26, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი