შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო და მას მორწმუნე მრევლი – 6 იანვრის ჩათვლით ინახავს.
მარხვის მნიშვნელობაზე, “ზმნას” მკითხველს, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი ესაუბრა და ამ საინტერესო ინტერვიუს წაკითხვა, ამ ბმულზეა შესაძლებელი. რაც შეეხება, იმას, თუ რატომ უნდა შევიკავოთ საყვარელი საკვების მიღებისგან თავი მარხვის დროს, მამა ლუკას ინტერვიუს მეორე ნაწილისგან შეიტყობთ. ის ამბობს, რომ მამა გაბრიელი, რომელსაც ლობიო ძალიან უყვარდა, ამ პერიოდში მას არ მიირთმევდა.
წმინდა მამებს ვერ შევედრებით, ეს არც მოგვეთხოვება, არც შეიძლება და ვერც შევძლებთ. თუმცა მარხვის დროს, საყვარელ საჭმელზე თუ უარს ვიტყვით და ჩვენი რაციონი სამარხვო ნამცხვრით, შოკოლადით, ათასგვარი დესერტითა და “გემრიელობებით” დახუნძლული არ იქნება, უკეთესი იქნება. მარხვა კვებით არ უნდა განვსაზღვროთ, პირველ რიგში, ის სულიერი კუთხით უნდა იყოს უპირატესი.
მაღაზია კი, მარკეტინგული ხრიკით შემოთავაზებული სამარხვო პროდუქტებით სულ იქნება სავსე. ამ დროს უნდა გახსოვდეთ, ამგვარი პროდუქტები (პალმის ზეთზე დამზადებული) არაჯანსაღი და კარცეროგენულია…
მამა ლუკა სუპატაშვილი: – სამარხვო პროდუქტის სახელით შეფუთული ტკბილეული თუ ე.წ. “რძის” (ვითომ ყველი და ვითომ კარაქი) ნაწარმი – პირდაპირი საწამლავია.
საერთოდ, ტკბილი მავნებელია ორგანიზმისთვის. იწვევს დამოკიდებულებას. ნარტოკიტიკია, ფაქტობრივად. მეც ვყოფილვარ ნამცხვრებზე დამოკიდებული. ეკლერი უსაზღვროდ მიყვარს ბავშვობიდან. მაგრამ როგორც ნარკომანი აგდებს წამალს, ისე უნდა გადააგდო ეს დამოკიდებულება და იმ ტანჯვას გაუძლო, რაც ტკბილის მოთხოვნას უკავშირდება.
ტკბილის სიყვარული ორგანიზმს თავისუფლებას ართმევს. ტკბილის სიყვარულის შემდეგ ავტომატურად ეჩვევი ხშირ კვებას. ეს უკვე წყობიდან გამოსვლას ნიშნავს და ადამიანი 40 წლის შემდეგ გრძნობს, რომ მაგარ ხაფანგშია მოქცეული… განაგრძეთ კითხვა


