მარხვა სულის და ხორცის მაკურნებელი სამზადისია დიდ დღესასწაულთან შესახვედრად. ლოცვით გულს და გონებას ვიწმენდთ, ფიზიკური მარხვით – სხეულს. და ასე გაწმენდილი ველოდებით ქრისტეშობას, რომელიც ჯერ ჩვენს გულში იშვება და შემდეგ მთლიანად მოგვიცავს.
დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი “ზმნას” მარხვის მნიშვნელობასა და კონტექსტზე ესაუბრება.
დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი: ყველა დიდ დღესასწაულს წინ მარხვა უძღვის. ეს არის მზადება, სამზადისი დიდი დღესასწაულისთვის. მარხვა საკვებისგან თავის შეკავება არ არის. ამ დროს დიდი ყურადღება სულიერ მხარეს უნდა მივმართოთ. ცუდი თვისებები უნდა მოვიშოროთ. განსაკუთრებული ყურადღება შინაგან სამყაროზე გადავიტანოთ, რომ ის დღესასწაული დავიტიოთ, რომელიც მოდის.
როგორც ერთი წმინდანი ამბობს, თუ ქრისტე შენ გულში არ იშვება, ასჯერაც რომ შობილიყო ამქვეყნად, ამას აზრი არ ექნებოდაო. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღესასწაულს და მისთვის მზადებას კიდევ უფრო დიდი.
– ქრისტე რომ გულში იშვას, ის სუფთა და გაწმენდილი უნდა დავახვედროთ.
– რაც გულში აქვს ადამიანს, ყოველთვის იმისთვის ემზადება. მარხვა ღმერთთან შესახევედრად, მასთან საკონტაქტო გზაა…
ძალიან არასწორია მხოლოდ ჭამაზე თუ იფიქრებ მარხვაში. ეს მეორეხარსიხოვანია. პირველია ის, რომ მანკიერმა თვისებებმა არ შეგვიშალოს ხელი ღმერთთან ურთიერთობაში. ამას ჰქვია სულიერი მარხვა, რომელსაც ხელს ფიზიკური მარხვა უწყობს.
ადამიანმა უნდა შეძლოს ნამდვილი დღესასწაული. დღე, როდესაც ხდება სასწაული და ეს სასწაული შენს ცხოვრებაშიც უნდა მოხდეს. ისე არ არის, რომ 2 ათასი წლის წინ მომხდარს ვდღესასწაულობდეთ. ეს სასწაული დღესაც უნდა მოხდეს. და შენ თუ ვერ მოემზადე ამისთვის, მაშინ მხოლოდ წარმართულად დღესაწაულობ ჭამა-სმით, სადღგრძელოებით. ეს უსულო მდგომარეობაა. მარხვის დროს ადამიანი მიწიერი ტყვეობიდან უნდა გამოვიდეს და სულიერი გახდეს…განაგრძეთ კითხვა


