ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარიინტერვიუ„მეგონა რომ ობოლი გოგონა ვიყავი, თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა...

„მეგონა რომ ობოლი გოგონა ვიყავი, თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს… იმედია დედაც მალე მოეგება გონს და მაღიარებს“

„მეგონა რომ დავობლდი და ობოლი გოგონა ვიყავი. თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს“ – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბიოლოგიური მამის ფოტოს ავრცელებს.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, რომელმაც თავისი ბიოლოგიური მამა ცოტა ხნის წინ იპოვა, სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც აღმოჩნდა დიდი ოჯახი ჰყავს, რაც მისი ოცნება იყო:

„მამაჩემი – ვანო საყვარლიშვილი რომ დაიღუპა, 2009 წლის ივლისში, საშინლად მტკივნეული იყო ჩემთვის. უზომოდ მიყვარდა, ჩემი ხატება იყო. მაშინ იტალიაში უსაბუთო ვიყავი და ვერ ჩავედი მამის დაკრძალვაზე. მეგონა რომ დავობლდი და ობოლი გოგონა ვიყავი. თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს.
ნახეთ მისი ფოტო ახალგაზრდობაში და ახლა. მამა 72 წლისაა. მითხრეს რომ ვგავარ. თქვენ რას ფიქრობთ? ამ კაცის შექმნილი ვარ, უსინათლო ვანოს გაზრდილი.
ძალიან მდიდარი ვარ, ორი მამა მყავს, ვანო და ბადრი“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი