ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიUncategorized„მე-10-მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ, საორიენტაციოდ იქნება 3 ძირითადი პროფილი“...

„მე-10-მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ, საორიენტაციოდ იქნება 3 ძირითადი პროფილი“ – გია მურღულია

მე-10 – მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ.

შესაბამისი ცვლილების შეტანა ზოგადი განათლების სისტემის სტანდარტში იგეგმება, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, საორიენტაციოდ იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური.

მისივე თქმით, პროფილური სწავლება, თავდაპირველად, 50-მდე სკოლაში, პილოტირების რეჟიმში, შესაძლოა, მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყოს.

„სკოლის მესამე საფეხურზე, შესაძლოა, შემოვიდეს პროფილური განათლება. რაღაც მიმართულებით სწავლობთ სტანდარტულად, რაღაც მიმართულებით შეგიძლიათ გაღრმავებულად ისწავლოთ.

მაგალითად: ვისაც აინტერესებს საბუნებისმეტყველო საგნები, შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს ჰუმანიტარულ საგნებს, მაგრამ ზოგადი განათლების პრინციპი მოითხოვს, რომ ამ ტიპის განათლებაც ჰქონდეს. აქ შედარებით დაბალი მოთხოვნების სტანდარტი შეიძლება დაიდოს, გაღრმავებული სწავლების დროს ეს სტანდარტი უფრო მეტს მოითხოვს. ცალკეულ სკოლაში ამის მაგალითები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად სისტემაზე.

სკოლაში არის 3 საფეხური:

1. დაწყებითი (პირველი-მეექვსე კლასები);

2. საბაზისო (მეშვიდე-მეცხრე კლასები);

3. სრული საშუალო (მეათე-მეთორმეტე კლასები).

შესაძლოა, მესამე საფეხურზე ორი სტანდარტი (ჩვეულებრივი და გაღრმავებული) დაგვჭირდეს, ამაზეც მიდის საუბარი. პროფილური განათლება დღის წესრიგში დგას სერიოზულად.

საორიენტაციოდ (ტრადიციულად ასე იყო), იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური (თუმცა, სკოლის ორგანიზაციული. ინფრასტრუქტურული და საკადრო შესაძლებლობის კვალობაზე, ალბათ, არც სხვა პროფილები უნდა შეიზღუდოს ). თუ მე ჰუმანიტარულზე ვსწავლობ, გაძლიერებულად ვისწავლი ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებას, შეიძლება ფილოსოფიას, სხვა საგნებსაც ვისწავლი, მაგრამ ნაკლები მოთხოვნით (ანუ – „ჩვეულებრივი“ სტანდარტით).

პირველ ეტაპზე, სადღაც 50 სკოლამდეა, რომლებშიც საპილოტე რეჟიმში „მოითელება“ შესაბამისი პროგრამები. ამ სისტემის პილოტირება შესაძლოა, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყოს“, – განაცხადა მურღულიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მასალის გამოყენების პირობები
READ  მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი