ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა...

„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე…“ – რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, “პრაიმტაიმთან”, მუსიკოსი და მედავითნე – გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება… ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ “ნიჭიერიდან” იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში.

წმინდა მატრონას მორწმუნენი სხვადასხვა პრობლემის დროს მიმართავენ, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ…

გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით ისტორიას და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.

90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.

მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები… შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა…

საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.

მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.

ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.

საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.

READ  გაიცანით ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა მატრონა და ვიფიქრე, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი.

წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იქ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი, მოვბრუნდი… უცნაური გრძნობა დამეუფლა.

აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი… საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა.

ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო – “კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი…” – ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი – “შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი” და გამოვბრუნდი.

ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო?  ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი