ბორჯომის შობის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება უფალს მიუძღვნეს. ისინი შობისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. მათ შესახებ სიუჟეტი გადაცემამ “დილა მშვიდობისა საქართველო” მოამზადა:
17 წლის ასაკში მონასტრის კარი პირველად შეაღო. სტუმრად მისულს მონასტრული ყოფა რთულად ეჩვენებოდა, თუმცა, აქ განცდილმა სიმშვიდემ მორჩილ ბარბარეს საერო გზაზე უარი ათქმევინა და უფლისკენ მიმავალი გზაც ასე დაიწყო:


