ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგია"მოსწავლეებში დისლექსია უკვე ხშირი შემთხვევაა...“ - მასწავლებელი დავით წამალაშვილი

“მოსწავლეებში დისლექსია უკვე ხშირი შემთხვევაა…“ – მასწავლებელი დავით წამალაშვილი

მასწავლებელი, დავით წამალაშვილი, გადაცემაში “შუადღე” დისლექსიაზე საუბრობს და ასახელებს იმ ნიშნებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლოა, მშობელმა და მასწავლებელმა პრობლემა ამოიცნონ:

– მოსწავლეებში დისლექსია უკვე ხშირი შემთხვევაა. დიდი ხანია, მასწავლებელი ვარ. ეს პრობლემა ადრეც იყო, მაგრამ, რეალურად, სახელს ვერ ვარქმევდით. თუ ახლა ვამბობთ, რომ ბავშვს დისლექსია აწუხებს, აქამდე ვამბობდით, რომ მას კითხვა არ შეუძლია. მასწავლებლებიც ვჩხუბობდით და ვამბობდით: “რაღა გახდა, ამ ბავშვმა კითხვა ისწავლოს…” სინამდვილეში, სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ერთია, რომ ბავშვს სწავლა ეზარება და ამიტომაცაა, რომ კითხვა არ შეუძლია. ხოლო, დისლექსია აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა. ბავშვი შეიძლება, კითხულობდეს კიდეც, მაგრამ დეკოდირებას ვერ ახერხებდეს, ასობგერებს რომ ამოიკითხავს, მის ქვეშ რა შინაარსია, ვერ ხვდება. ეს ყველაზე კარგი შემთხვევაა, რომ კითხულობს. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ ვერც კითხულობს. ამიტომ, მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, როდის გვაქვს დისლექსიასთან შეხება. თავად 3-4 ასეთი პრობლემის მქონე მოსწავლესთან შეხება მქონია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სილამაზის კონკურსში 81 წლის ქალმა მიიღო მონაწილეობა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი