პარასკევი, ივლისი 25, 2025
spot_img
მთავარიგანათლებამცენარეები ხმებს გამოსცემენ, ცხოველები კი მათზე რეაგირებენ — კვლევა

მცენარეები ხმებს გამოსცემენ, ცხოველები კი მათზე რეაგირებენ — კვლევა

ახალი კვლევით მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ცხოველებს მცენარეების მიერ გამოცემულ ხმებზე რეაგირება შეუძლიათ. ამ დასკვნამდე ისინი ჩრჩილებისა და მცენარეების ინტერაქციაზე დაკვირვებით მივიდნენ. ნაშრომის ავტორების განცხადებით, ასეთი ინტერაქცია შეიძლება ჩრჩილების ქცევაზეც კი მოქმედებდეს, ამის წარმოჩენა კი პირველად მოხერხდა.

კვლევით უკვე დადასტურებული იყო, რომ მცენარეები ხმებს გამოსცემენ. ეს ხმები მაღალსიხშირიანია და ადამიანები ვერ გავიგონებთ, თუმცა ზოგიერთ ცხოველს ეს შეუძლია. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ მწერები შეიძლება მცენარეთა “მეტყველებაზე” რეაგირებდნენ კიდეც და გადაწყვეტილებებს შესაბამისად იღებდნენ.

ასევე იხილეთ: გასაჭირში მყოფი მცენარეები მართლაც “ყვირიან” — მკვლევრები ხმის ჩანაწერს გვთავაზობენ

“ცნობილია, რომ ბევრ მწერს, რომლებიც მცენარეთა სამყაროსთან მრავალმხრივ ინტერაქციაში შედიან, მცენარეების ხმის აღქმა შეუძლია. გვინდოდა გაგვეგო, ასეთი მწერები მართლა თუ აფიქსირებენ ამ ხმებს და რეაგირებენ მათზე”, — აცხადებს პროფესორი იოსი იოველი, ნაშრომის ავტორი და თელ ავივის უნივერსიტეტის მკვლევარი.

ასევე ნახეთ: შესაძლოა, წითელას ვირუსი ორგანიზმის იმუნურ მეხსიერებას ზიანს აყენებდეს – კვლევა

ამის გასარკვევად გუნდმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. ცდის ფარგლებში მდედრ ჩრჩილებს, ეგვიპტური ბამბის ხვატრებს (Spodoptera littoralis), ადგილი უნდა შეერჩიათ კვერცხების დასადებად.

ეს მდედრი ჩრჩილების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კვერცხებს ისინი უმეტესად მცენარეებზე, რომელთაც გამოჩეკის მერე ლარვები შეჭამენ. ივარაუდეს, რომ კვერცხების დასადებად ეს მწერები ოპტიმალურ ადგილს მოძებნიდნენ — ჯანსაღ მცენარეს, რომლითაც ლარვები სათანადოდ გამოიკვებებოდნენ.

თითოეული ექსპერიმენტი მინიმუმ 9-ჯერ გაიმეორეს, ყოველ ჯერზე კი სხვადასხვა ჩრჩილი მონაწილეობდა.

პირველი ცდის ფარგლებში ჩრჩილებს ორი ყუთი მისცეს ასარჩევად: ერთი პომიდვრის გაუწყლოებული მცენარის ხმის ჩანაწერს უკრავდა, მეორე კი — არაფერს. ამ ექსპერიმენტში ჩრჩილებმა ის ყუთი აირჩიეს, რომელიც ხმებს გამოსცემდა. საკონტროლო ცდის ფარგლებში ხმა არცერთი ყუთიდან აღარ ისმოდა, ჩრჩილები კი ორივეს თანაბრად ირჩევდნენ. დაასკვნეს, რომ პირველ ცდაში გადაწყვეტილებას ისინი სმენაზე დაყრდნობით იღებდნენ.

მეორე ექსპერიმენტში ჩრჩილებს პომიდვრის ორი ჯანმრთელი მცენარე წარუდგინეს. აქედან ერთი მცენარე სპიკერის პარალელურად აჩვენეს, რომელიც გაუწყლოებული მცენარის ხმებს გამოსცემდა, ხოლო მეორე კი ხმებს არ გამოსცემდა. პეპლების უმრავლესობამ “ჩუმი” მცენარე აირჩია, რადგან დაზიანებაზე მიმანიშნებელი ხმები არ გაუგონიათ.

READ  ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

ბოლო ექსპერიმენტში ორი ყუთი გამოიყენეს. ერთი ცარიელი იყო, მეორეში კი მამრი ჩრჩილები იყვნენ. ეს უკანასკნელნი ასევე გამოსცემენ ულტრაბგერით ხმებს, რომლებიც სიხშირით პომიდვრის მცენარეებისას წააგავს. ამჯერად მდედრებმა კვერცხები ორივე ყუთზე თანაბრად დადეს.

შედეგების საფუძველზე მკვლევრები ასკვნიან, რომ ჩრჩილები კვერცხების დასადებ ადგილს ულტრაბგერითი ხმების მიხედვით არჩევდნენ, რომელთაც გაუწყლოებული მცენარეები გამოსცემდნენ.

ექსპერიმენტებით პირველად გამოავლინეს მცენარესა და მწერს შორის აკუსტიკური ინტერაქციის მტკიცებულება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია:

“მცენარეებსა და ცხოველებს შორის აკუსტიკურ ინტერაქციას ცალსახად ბევრად მეტი ფორმა და როლი აქვს. უზარმაზარი, შეუსწავლელი სფეროა”, — ამბობენ კვლევის ავტორები.

ნაშრომს რეცენზირება სრულად ჯერ არ გაუვლია. პრეპრინტი ჟურნალ eLife-ზეა ხელმისაწვდომი.

წყარო

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი