ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაპიროვნების რომელი ორი ტიპი ასოცირდება ალცჰაიმერის დაავადებასთან

პიროვნების რომელი ორი ტიპი ასოცირდება ალცჰაიმერის დაავადებასთან

ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი პიროვნული თვისება ალცჰაიმერის და მასთან დაკავშირებული დემენციის რისკს ზრდის.

თუმცა, მეცნიერებმა ვერ შეძლეს მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ნევროტიზმი ამილოიდურ ფოლაქებს და ტაუ ცილების რაოდენობას ზრდის, ხოლო კეთილსინდისიერება ამცირებს მათ.

კვლევის ავტორების თქმით, მათ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც კლინიკურ დიაგნოზს ითვალისწინებდა, აჩვენებს იმას, თუ ვის ემუქრება დემენეციის განვითარების რისკი.

ნევროტიზმი და კეთილსინდისიერება ეს პიროვნების თვისებებია, რომლებიც ადრეულ ასაკში ყალიბდება და საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.

პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი

კეთილსინდისიერება/პატიოსნება(Conscientiousness)- ეს არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით, ფრთხილია, მიზნებსა და დეტალებზეა ორიენტირებული.

თანხმობისთვის მზაობა(Agreeableness) – ეს არის პატივმოყვარე ადამიანი, თანამგრძნობი, მიმნდობი, ცდილობს თავიდან აიცილოს პრობლემები.

ნევროტიზმი (Neuroticism) – ასეთი ადამიანები უსიამოვნო ემოციებისკენ არიან მიდრეკილები, ასევე დეპრესიისა და შფოთვისკენ.

ღიაობა(Openness)/ გამოცდილების მიმართ ღიაობა – ეს ადამიანი ახალი გამოცდილებებისთვის მუდამ ღიაა/მზადაა. ის ცნობისმოყვარეა სამყაროს მიმართ.

ექსტრავერსია (Extraversion/ Extroversion)- ასეთი ადამიანი ძალიან კომუნიკაბელური და აქტიურია. ის მუდმივად ამაღელვებელ სიტუაციებს ეძებს.

მკვლევარებმა 3000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. მათ სპეციალური 240 პუნქტიანი კითხვარი შეავსეს, რომელიც იკვლევდა, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელიდან.

ერთი წლის განმავლობაში საკვლევ პირებს ჩაუტარდათ PET სკანირებაც, რათა ამილოიდური ფოლაქების და ტაუ ცილების არსებობა ან არარესებობა დაედგინათ.

ამას გარდა, 12 კვლევის მეტა-ანალიზიც ჩატარდა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებასა და პიროვნულ მახასიათებლებს შორის კავშირს იკვლევდა.

შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ პიროვნების ტიპი შეიძლება მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენდეს ალცჰაიმერის დაავდების განვითარებისათვის. შესაძლოა, ამილოიდებსა და ტაუს ცილების გაჩენამდე გაცილებით ადრე ვივარაუდოთ დემენციაზე.

ნევროტიზმი და კეთილსინდისიერება- ამ ორი პიროვნების ტიპის გარკვეული თვისებები ახასიათებთ, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ დემენციის რისკზე. ნევროტიზმით განისაზღვრება ჩვენი ემოციურობა, სტრესი და გრძნობები. კეთილსინდისირება კი ჩვენს სიმტკიცეს, დაჟინებას და მოვლენების დაგეგმვის მიმართ სიყვარულს ავლენს.

კვლევისას აღმოჩნდა, რომ მაღალი ნევროტიზმის და დაბალი კეთილსინდისიერების მქონე ადამიანებს, მეტად ჰქონდათ ამილოიდური ფოლაქები და ტაუ ცილები განვითარებული და პირიქით.

გაურკვეველი რჩება როგორი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ცხოვრების იმ სტილმა, რომელიც აღნიშნულ პიროვნებათა ტიპებს ახასიათებთ, დემენციის განვითარების რისკზე.

უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და ალცჰაიმერის რისკს შორის.

თუმცა, კვლევის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ მაგალითად, კეთილსინდისიერი ტიპის ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილები მავნე ჩვევების მიმართ (ნაკლებად ეწევიან, არ სვამენ), ფიზკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია და მოწესრიგებული ძილის რეჟიმი აქვთ.

სხვა სტატიები დემენციის შესახებ ნახეთ ამ ბმულზე

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

21 January, 2025
ბილიონერების ქონება, უთანასწორობის ზრდა და მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე

ბილიონერების ქონება, უთანასწორობის ზრდა და მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე

იანვარი 22, 2025
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

იანვარი 21, 2025
კანის მოვლის მთავარი ტენდენციები

კანის მოვლის მთავარი ტენდენციები

იანვარი 22, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი