ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვმა გაუკეთა.
ამჯერად, ლაზარეს დედა ლიკა ხამათაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ბატონო ალექსი ექიმო! გმადლობთ თქვენი მგრძნობიარე და პროფესიონალური დამოკიდებულებისთვის, თბილი ატმოსფეროსთვის, რომელიც ცხოვრობს თქვენს განყოფილებაში. გულით მადლობას გიხდით და გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს და ღირსეულ ჯილდოს თქვენი შრომისთვის! უამრავი მადლობა ჩემი ლაზარეს სითბოსთვის და მზრუნველობისთვის
მინდა გამოგიხატოთ მადლობა, ბედნიერი ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში, საუკეთესო ექიმს მსოფლიოში. ლაზარეს საყვარელი ალექსი ექიმი, – წერს ლიკა ხამათაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები