სამშაბათი, აპრილი 8, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedპროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ

პროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ

ზამთარში ჩვენი ჯანმრთელობა გარკვეულ რისკს ექვემდებარება, მზის შუქის და შესაბამისად, ვიტამინების დეფიციტის გამო. ერთ-ერთი მეთოდი ვიტამინების დეფიციტის ანაზღაურებისთვის, კვების რაციონის გამდიდრებაა იმ პროდუქტებით, რომლებიც შეიცავს საჭირო ვიტამინებს და ნუტრიენტებს, საკმარისი რაოდენობით.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ ზამთარში მიირთვათ, ორაგულია. ეს პროდუქტი წარმოუდგენლად მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ორაგული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

D ვიტამინს, რომლის ნაკლებობასაც ხშირად განვიცდით ზამთრის პერიოდში, ასევე შეიცავს ორაგული. ეს ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს კალციუმის შეწოვას, ჯანსაღი ძვლების და იმუნური სისტემის შენარჩუნებაში.

ორაგულის სარგებელი არ მთავრდება ომეგა 3-ითა და D ვიტამინით. ის ასევე წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცილების წყაროს. ორაგული შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: B; B12 – რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. ასევე, უამრავ მინერალს, როგორიცაა მაგალითად – სელენი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემებისთვის.

სასარგებლო თვისებების გარდა, ორაგულის მომზადება მრავალნაირადაა შესაძლებელი: გამომცხვარი, შემწვარი, მოხარშული, გრილზე მომზადებული. განსაკუთრებული გემრიელი გემოთი გამოირჩევა ცივად შებოლილი ნორვეგიული ორაგული, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა საინტერესო რეცეპტებშია შესაძლებელი.

თუმცა, ორაგულის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის წარმოშობას. უმჯობესია აირჩიოთ ველური ორაგული ან ის, რომელიც გაშენებულია ბუნებრივთან მაქსიმალურად ახლოს, თევზში მავნე ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

მსოფლიოში საუკეთესო კატეგორიის თევზის ბინადრობის ადგილი ატლანტის ოკეანეა. კონკრეტულად, ნორვეგიის სანაპიროები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სწორედ ამ ადგილიდან მარაგდება უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი ნედლეულით. საქართველოში, ამ მხრივ გამორჩეული ბრენდია „ოკეანე“, რომელიც მომხმარებელს თევზეულის საკმაოდ მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს და მისი წარმოება სწორედ ნორვეგიის სანაპიროების გამორჩეული ნედლეულით მარაგდება. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ნიკორა სუპერმარკეტებში ასევე სხვა ქსელურ მარკეტებში.

ასე რომ, ორაგულის დამატება ზამთრის პერიოდში თქვენი კვების რაციონში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ორაგულის მდიდარი შემადგენლობა ნუტრიენტებით, მათ შორის ომეგა -3, ვიტამინი D, ცილა, B ვიტამინები და მინერალებით, ხდის ამ პროდუქტს ჯანსაღი დიეტის აუცილებელ ნაწილად. გახსოვდეთ, რომ ზომიერად მიირთვათ თევზი და მიიღოთ მრავალფეროვანი რაციონი, რათა უზრუნველყოთ სათანადო კვება და ჯანმრთელობა ზამთრის პერიოდში.

READ  საქართველომ ე.წ. პიკი გაიარა! – გიორგი ფხაკაძე

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია!

დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია!

აპრილი 8, 2025
ბოროტების პასუხი ბოროტება არ უნდა იყოს… – რას წერს ანი ბებია თბილისში მომხდარი შემთხვევის შესახებ

ბოროტების პასუხი ბოროტება არ უნდა იყოს… – რას წერს ანი ბებია თბილისში მომხდარი შემთხვევის შესახებ

8 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი