ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირამ აატირა სტალინი - ბერიას უცნობი ჩანაწერები

რამ აატირა სტალინი – ბერიას უცნობი ჩანაწერები

ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას დღი­უ­რე­ბი, რომ­ლებ­შიც ის თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე, თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ზე, დიდ ბე­ლად­ზე სა­უბ­რობს. მას­ში ინ­ტი­მუ­რი მო­მენ­ტე­ბიც არის, თუნ­დაც ის, რო­გორ იტი­რა გე­ნე­რა­ლი­სი­მუს­მა ბე­რი­ას თვალ­წინ.

ბე­რი­ას დღი­უ­რე­ბის ცალ­კე წიგ­ნად გა­მო­ცე­მა იგეგ­მე­ბა. ჩა­ნა­წე­რე­ბი 1938 წელს იწყე­ბა, როცა სტა­ლი­ნის შე­თა­ვა­ზე­ბით ბე­რია სა­ქარ­თვე­ლო­დან მოს­კოვ­ში გა­და­ბარ­გდა. დღი­ურ­ში აღ­წე­რი­ლია მისი ემო­ცი­ე­ბი ამ გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 1938 წლის 29 ივ­ლი­სის ჩა­ნა­წერ­ში არის სტა­ლი­ნის მი­სე­უ­ლი პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა. რო­გორც ბე­რია წერს, სტა­ლი­ნი “რთუ­ლი ადა­მი­ა­ნია”.

1938 წლის 22 აგ­ვის­ტოს ბე­რია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მის­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, 8 სექ­ტემ­ბერს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის “ენ­კა­ვე­დეს” პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და. 29 სექ­ტემ­ბერს კი “ენ­კა­ვე­დეს” სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა დიდ სა­მა­მუ­ლო ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. 1941 წლის მა­ი­სის და­სა­წყის­ში ბე­რია წერს, რომ, ან­დრეი ჟდა­ნო­ვის თქმით, სტა­ლინს ეეჭ­ვე­ბა ომის და­წყე­ბა და ამ­ბობს, რომ ჰიტ­ლე­რის­თვის ეს საკ­მა­ოდ დიდი რის­კია. “მე ვუ­თხა­რი ან­დრე­ის, რომ შე­იძ­ლე­ბა ასეც არის, თუმ­ცა სა­ზღვრი­დან ცნო­ბე­ბი საკ­მა­ოდ სა­გან­გა­შოა, უბ­რა­ლოდ ჯა­რე­ბი არ გა­და­ად­გილ­დე­ბა. ან ხის ხი­დებს რა­ტომ ამაგ­რე­ბენ რკი­ნით? დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის? არა, ისი­ნი კარ­გად ემ­ზა­დე­ბი­ან”, -ამ­ბობს ბე­რია.

იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბერ­ში, გა­გა­ნია ომში ბე­რია მთა­ში დას­ვე­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს: “ყვე­ლა­ფერს მი­ვა­ტო­ვებ­დი და გავფრინ­დე­ბო­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა. ახლა ჩემი ყვე­ლა­ზე მუშა ად­გი­ლე­ბია ენა, ყუ­რე­ბი და უკა­ნა­ლი. ლავ­რენ­ტი იქ, ლავ­რენ­ტი აქ. ამ­ხა­ნა­გო ბე­რია, სა­ჭი­როა, ამ­ხა­ნა­გო ბე­რია, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ”.

1942 წლის აგ­ვის­ტო­ში ბე­რია აღ­წერს, რო­გორ ურ­ჩია სტა­ლინს ჩერ­ჩი­ლის დათ­რო­ბა. “კო­ბამ თქვა, რომ ჩერ­ჩილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი რჩე­ვა გა­მო­ად­გა. ჩერ­ჩი­ლი და­თან­ხმდა, და­ლია და გა­აფ­რი­ნა. კობა იცი­ნო­და. ვი­ა­ჩეს­ლა­ვიც იცი­ნო­და. მერე კო­ბამ თქვა: “კარ­გია, როცა წი­ნას­წარ იცი მტრის სი­სუს­ტე­ე­ბი”.

ბე­რი­ას სი­ტყვე­ბით, პირ­ვე­ლად სტა­ლი­ნის თვა­ლებ­ში ცრემ­ლე­ბი 1942 წლის 23 სექ­ტემ­ბერს და­ი­ნა­ხა, როცა ამ­ცნო, რო­გორ იბ­რძოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სტა­ლინ­გრად­თან.

1945 წლის 10 მა­ი­სის ჩა­ნა­წე­რებ­ში ისევ ჰყვე­ბა სტა­ლი­ნის ცრემ­ლებ­ზე -ბე­ლა­დი ომის დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღელ­და: “ისევ კო­ბას­თან ვი­ყა­ვით სა­ღა­მოს და კობა ისევ არ ჰგავ­და სა­კუ­თარ თავს. ცრემ­ლე­ბიც კი ჩა­მო­უ­გორ­და. მეც ვერ ვცნობ სა­კუ­თარ თავს. ისე­თი ტვირ­თი ჩა­მო­ვი­შო­რეთ, არც კი მჯე­რა”.

READ  რატომ იფარავენ სახეს ფოტოს გადაღების დროს მუსლიმი ქალები?

დღი­უ­რებ­ში ბე­რია თა­ვი­სი “მწა­რე ხვედ­რის” შე­სა­ხე­ბაც ჩი­ვის და პი­რად გრძნო­ბებს გად­მოს­ცემს ომის მძვინ­ვა­რე­ბა­ში.

“სამი წე­ლია ამ სა­ზი­ზღარ კა­რუ­სელ­ში ჩა­ვერ­თე. სა­ხკო­მი, კობა, ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ძილი, კობა, სა­ხკო­მი, კობა, ტე­ლე­ფო­ნე­ბი. ყვე­ლა თა­ვი­სას ირ­ჩევს. მე კი არც ამირ­ჩე­ვია, თა­ვის­თა­ვად გა­მო­ვი­და”.

არის ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი და სტა­ლი­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბებ­ზე. რო­გორც ჩანს, ბე­რია სუ­ლაც არ იყო ბედ­ნი­ე­რი თა­ვი­სი “მოს­კო­ვუ­რი დი­დე­ბით”.

1943 წლის 19 აპ­რი­ლი: “ზა­ფხუ­ლი მო­დის. რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და ზღვა­ზე წას­ვლა ან თუნ­დაც სა­თევ­ზა­ოდ. კო­ბამ იყ­ვი­რა, მერე კი უცებ გა­ახ­სენ­და, რო­გორ შე­ვექ­ცე­ო­დით კალ­მახს, რო­გორ ვა­პობ­დი შე­შას. ისე დიდი ხნის წინ იყო ეს, და სხვა­ნა­ი­რე­ბი ვი­ყა­ვით მა­შინ. სა­კუ­თარ თავს შევ­ხე­დე -ღიპს… მა­შინ მოხ­დე­ნი­ლი ვი­ყა­ვი, გო­გო­ნებს ვუყ­ვარ­დი. კარ­გი ცხოვ­რე­ბის­გან სუ­ლაც არ ვსუქ­დე­ბი. უფრო ხში­რად უნდა ვი­ცუ­რო. არ გა­მო­დის, დრო არ მაქვს. ჩანს, ეს წელი გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა. უნდა და­ვი­ძი­ნო. უკვე ღა­მის სამი სა­ა­თია, 20 აპ­რი­ლი დად­გა. სწო­რედ ამ დღეს და­ი­ბა­და ჰიტ­ლე­რი. ვი­ა­ჩეს­ლავ­მა თქვა ერთხელ, რომ თურ­მე ის ხორცს არ ჭამს და მი­ნე­რა­ლურ წყალს სვამს. ჰოდა, და­ლი­ოს ჩვე­ნი სა­დღეგ­რძე­ლო”.

 

ჟურ­ნა­ლი “რე­ი­ტინ­გი”

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი