პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებირას მალავს სამეფო ოჯახი? - ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ საწოლიდან ვერ...

რას მალავს სამეფო ოჯახი? – ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ საწოლიდან ვერ დგება

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ქეით მიდლტონის ავადმყოფობის შესახებ და როგორც ჩანს, წინ გრძელი გზა აქვს გამოჯანმრთელებამდე. ქეითის გულშემატკივრები კი ღელავენ და ფიქრობენ, რომ სამეფო ოჯახი რაღაცას მალავს.

პრინცესა იანვრის შუა რიცხვებში მოხვდა კლინიკაში. ოფიციალური ცნობებით, ორი კვირა დარჩებოდა ჰოსპიტალში. საზოგადოების წინაშე წარდგენა კი მხოლოდ მარტში იგეგმებოდა.

ოპერაციამდე წინა სამი კვირა პრინცესა არ ჩნდებოდა არსად. 14 იანვარს ის და მისი მეუღლე ბრუნეის პრინცის ქორწილს უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ქორწილმაც მათ გარეშე ჩაიარა. აღმოჩნდა, რომ მიზეზი საკმაოდ სერიოზული იყო. სამეფო ოჯახმა გამოაქვეყნა მიმართვა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიდლტონმა მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაიტარა. ისიც დასძინეს, რომ ოპერაცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდა, რომ სინამდვილეში ეს სასწრაფო ჩარევა იყო. სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე იუწყებოდნენ, თითქოს 14 იანვარს სამეფო წყვილი ბრუნეიში უნდა ყოფილიყო.

დიაგნოზს და კონკრეტულ მიზეზს ოფიციალური წყარო კვლავ არ იუწყება. “ქეითს იმედი აქვს, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება მის სურვილს, სამედიცინო ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩეს”. მხოლოდ ის თქვეს, რომ მერილებონის კლინიკაში პრინცესა 16 იანვარს შეიყვანეს და სპეციალისტები დაკვირვების ქვეშ აგრძელებდა მკურნალობას. მარტამდე არ გეგმავს საჯარო გამოსვლებს და როგორც გამოცხადდა, პრინციც შეამცირებს სამუშაოს რაოდენობას და შეწყვეტს უცხოეთში ვიზიტებს, რომ ცოლის გვერდით იყოს და სამ შვილს მიხედოს.

“პრინცესას იმედი აქვს, რომ მალე აღიდგენს ძალებს, რადგან მის სამუშაოზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული. ბოდიშს იხდის ყველა დაინტერესებული მხარის წინაშე, რადგან მას უწევს მიმდინარე საქმეების გადადება”, – ნათქვამია განცხადებაში, თუმცა გულშემატკივრები მეტ ინფორმაციას ელოდებიან და სასახლიდანაც იმედს იძლევიან, რომ ეტაპობრივად კვლავ აცნობებენ საზოგადოებას ქეითის გამოჯანმრთელების ამბებს.

ახლა კი გაირკვა, რომ პრინცესა მართლაც გამოწერეს ორი კვირის თავზე, თუმცა ისევ წოლითი რეჟიმი აქვს და უნდა ისწავლოს საქმეების წარმოება მწოლიარემ. ოფიციალური განცხადებით, ნებისმიერი დატვირთვა მის გამოჯანმრთელებას ხელს შეუშლის, ამიტომ ის კარგა ხანს უნდა იწვეს. ექიმების თქმით კი, სავარაუდოდ, საზოგადოების წინაშე ვერ წარდგება უახლოესი თვეების განმავლობაში. იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი