ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარიგანათლებარატომ არის საფრანგეთში ასე ცოტა ფეხბურთელის ქანდაკება?

რატომ არის საფრანგეთში ასე ცოტა ფეხბურთელის ქანდაკება?

საფეხბურთო კლუბმა „სტად დე რეიმსმა“, ცოტა ხნის წინ, „ოგიუსტ დელაუნის“ სტადიონზე, ჟიუსტ ფონტენის ქანდაკება გახსნა. საფრანგეთში ასეთი რამ -ფეხბურთელებისთვის ძეგლის დადგმა, – ძალიან იშვიათად ხდება.

ხუან კარლოს კარილოს მიერ შექმნილი ჟიუსტ ფონტენის ქანდაკება საფეხბურთო კლუბ „სტად დე რეიმსის“ სტადიონის წინ დაიდგა. 2024 წლის 6 ოქტომბერი

კვირას, 6 ოქტომბერს, ქალაქ რეიმსის მერმა, არნო რობინმა და საფეხბურთო კლუბ „სტად დე რეიმსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჟან-პიერ კაიომ, რეიმსის „ოგიუსტ დელაუნის“ სტადიონზე შეკრებილი დიდძალი ხალხის წინაშე, ჟიუსტ ფონტენის ქანდაკება გახსნეს. ლეგენდარული 9 ნომერი, საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი რეიმსის საფეხბურთო კლუბის შემადგენლობაში, ბრინჯაოში უკვდავყვეს.

„ეს ქანდაკება იქნება ყოველდღიური შეხსენება ჩვენი ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისა და ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო დიდი მოთამაშე და რაც მთავარია, დიდი ადამიანი“, – განაცხადა ჟან-პიერ კაიომ ქანდაკების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე. „სტად დე რეიმსმა“ თავისი ლეგენდა მისთვის ქანდაკების დადგმით დააფასა, თუმცა შამპანის ოლქის ეს საფეხბურთო კლუბი, ამ მხრივ, იშვიათი გამონაკლისია. საფრანგეთში ფეხბურთელების ქანდაკებების რაოდენობა ერთი ხელის თითებზე ჩამოითვლება.

საფრანგეთში მხოლოდ ხუთი ფეხბურთელის ქანდაკებაა

ჟიუსტ ფონტენი გახდა მეხუთე ფეხბურთელი, რომელსაც საფრანგეთში ძეგლი დაუდგეს. ამ ხუთი ძეგლიდან ორი ქალაქ რეიმსში დგას. „ჟუსტომ“, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, კლუბსა და საფრანგეთის ნაკრებში თავისი პარტნიორის, რაიმონდ კოპას გვერდით დაიკავა ადგილი. რენში კი ძეგლით ჟან პრუფის სახელი უკვდავყვეს. „სტად რენის“ საკულტო მოთამაშისა და მოგვიანებით, მწვრთნელის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც 2021 წელს გაიხსნა, არა სტადიონის გარეთ, არამედ მის შიგნით, ტრიბუნაზე დამონტაჟდა. იმავე წელს საფეხბურთო კლუბმა „ნანტმა“ პატივი მიაგო თავის ყოფილ ნახევარმცველს, ანრი მიშელს, რომელმაც კლუბის შემადგენლობაში 638 მატჩი ჩაატარა. და ბოლოს, სპორტული გამოცემა „ფრანს ფუტბოლის“ ვერსიით ბრეტანის მხარის საუკეთესო ფეხბურთალად აღიარებულ რაიმონდ კერუზორეს ქანდაკება დადგეს კარჰეში- ქალაქში, სადაც თავისი რეგიონალური ხატებისთვის ძეგლის აგება ძალინ უყვართ.

ანრი მიშელის ქანდაკება ნანტში, რომელიც 2021 წლის 8 მაისს გაიხსნა
SEBASTIEN SALOM-GOMIS / AFP

ეს ძალიან ცოტაა საფრანგეთის ევროპელ მეზობლებთან შედარებით (23 – გერმანიაში, 25 – ესპანეთში), სადაც ფეხბურთელებს უფრო ხშირად განადიდებენ. თუმცა, ისტორიკოსი და ლილის უნივერსიტეტის პროფესორი, ჟაკლინ ლალუეტი ამბობს, რომ საფრანგეთი არის ქვეყანა, სადაც ქანდაკებები ძალიან უყვართ: „ჩვენ გვაქვს ქანდაკებების ნამდვილი კულტურა. თვალსაჩინო პერსონებისთვის ძეგლის დადგმა აქ ძალიან ხშირად ხდება, მაგრამ ეს, ძირითადად, პოლიტიკურ მოღვაწეებს, მწერლებს, ჯარისკაცებს და მეცნიერებს ეხება“.

„ამასთან, სპორტსმენებისა და ქალების ქანდაკებები გაცილებით იშვიათად გვხვდება. საფრანგეთში ისინი შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ, ისევე როგორც მსახიობებისა და მომღერლების ძეგლები“, – განაგრძობს მკვლევარი, რომელმაც ეს თემა თავის წიგნში – „დიდი ადამიანების საზეიმო ქანდაკებები (საფრანგეთი: 1801-2018 წლები)“ – გააშუქა. საფრანგეთში, ანგლოსაქსური ქვეყნებისგან განსხვავებით, ცნობილი ადამიანებს ძეგლს, მათ სიცოცხლეშივე, ძალზე იშვიათად უდგამენ, რითაც შეიძლება ფეხბურთელთა ქანდაკებების მცირე რაოდენობა აიხნას.

ხარჯები, რომლებიც შეიძლება ძალიან მაღალი იყოს

ფეხბურთელის პატივსაცემად ქანდაკების დადგმას წინ რამდენიმე დაბრკოლება ეღობება. უპირველესად, აუცილებელია საინიციატივო კომიტეტის შექმნა. ამის შემდეგ, საკრებულო ქანდაკების დასადგმელად საჯარო ადგილის გამოყოფას უნდა დათანხმდეს. ამავდროულად, აუცილებელია მოქანდაკის პოვნა, რომელიც მარალი დონის ნამუშევარს შექმნის. ეს პროცესი კი შეიძლება ხანგრძლივი გამოდგეს.

თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დაფინანსებაა – ძეგლის დადგმა ძალიან დიდი სახსრებს საჭიროებს. ის უნდა დამზადდეს ძირადღირებული მასალებისგან, მაგალითად, ბრინჯაოსგან ან ოქროფურცლისგან, როგორც ეს ნანტში, ანრი მიშელის ქანდაკების შემთხვევაში მოხდა. ქანდაკების დასამაზადებლად საჭიროა ფილანტროპების მოზიდვა ან სახელმწიფო სახსრების გამოყოფა. ფრანგ-პერუელი მოქანდაკის, ხუან კარლოს კარილოს მიერ რეიმსში შექმნილი ჟიუსტ ფონტენის ბრინჯაოს სკულპტურა 200 000 ევრო დაჯდა. მის დაფინანსებაში ქალაქმა რეიმსმა თავისი წვლილი შეიტანა, კლუბ „სტად დე რეიმსისა“ და ადგილობრივი კომპანიების (მაგალითად, „შამპანურის სახლი“) თანამონაწილეობით. იგივე მოხდა რაიმონდ კოპის ქანდაკების შემთხვევაშიც… ასეთმა დიდმა ხარჯებმა შეიძლება ზოგიერთი პროექტის ხორცშესხმა შეაფერხოს.

დიდი ბრიტანეთი – ძეგლების სახლი

ქანდაკების კულტურა ყველგან ყვავის: კრიშტიანუ რონალდუს ძეგლი დგას მადეირაში (პორტუგალია), ზიკოსი – რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია), ლიონელ მესისა – ბუენოს აირესში (არგენტინა), ბობი მურის – ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) „უემბლის“ წინ, ისევე როგორც ტიერი ანრისა – „არსენალის“ სტადიონ „ემირატების“ („არსენალი“) წინ… როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთი ქანდაკებების კულტურასთან განსაკუთრებით არის მიჯაჭვული. Sporting Statues-ის ვებსაიტზე, რომელიც მთელი მსოფლიოში არსებული სპორტულ ქანდაკებების შესახებ შეიცავს ინფორმაციას, ჩამოთვლილია 120-ზე მეტი ქანდაკება დიდ ბრიტანეთში, რომლებიც ფეხბურთთანაა (მოთამაშეები, მწვრთნელები, პრეზიდენტები, საკულტო გულშემატკივრები) დაკავშირებული.

საფეხბურთო ქანდაკებების სტატისტიკოსი შეფილდის უნივერსიტეტიდან, კრის სტრაიდი განმარტავს, თუ რატომ აქვს მის ქვეყანას უფრო მეტი ქანდაკება, ვიდრე საფრანგეთს. „საფრანგეთში ფეხბურთი არ იწვევს ისეთ ყოვლისმომცველ ვნებათღელვას და ემოციებს, როგორსაც დიდ ბრიტანეთში, რაც მაყურებელთა რაოდენობიდან და მედიაში გაშუქებიდანაც კარგად ჩანს. ეს, თავის მხრივ, ქანდაკებების შექმნისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებაზეც აისახება, ასევე იმაზე, რამდენად მიიჩნევენ ამ პერსონას ძეგლის დადგმის ღირსად თავად ფეხბურთელები“.

თუმცა, კრის სტრაიდის თქმით, შესაძლებელია, რომ ეს ფენომენი მომდევნო რამდენიმე წელიწადში საფრანგეთშიც გავრცელდეს. „ინფექციის ბუნებრივი ეფექტი არსებობს: როდესაც ერთი კლუბი ან ქალაქი რაღაცას აკეთებს ამას, იგივეს გაკეთების სურველი სხვებსაც გადაედებათ“.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ოქტომბერი 23, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი