ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებირატომ არ უნდა დავტოვოთ ტაძარი წირვის დასრულებამდე - წმინდა მამების შეგონება

რატომ არ უნდა დავტოვოთ ტაძარი წირვის დასრულებამდე – წმინდა მამების შეგონება

რა არის თავისი არსით წირვა-ლოცვა ანუ ლიტურგია და მათზე დასწრება რაოდენ მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის? აი, რას ამბობს ამაზე წმინდა იოანე კრონშტადტელი.

“საღმრთო ლიტურგიის – ამ საიდუმლოს გამო ანათებს ცაზე დღისით მზე, ღამით კი მთვარე, თავის ნათელს გამოსცემს აურაცხელი ზეციური ვარსკვლავი, მიწასაც ამის გამო გამოაქვს ნაყოფი და პურითაც ამის გამო ვიკვებებით. ვიმეორებ, მიწა მხოლოდ იმისათვის იძლევა ნაყოფს – პურსა და ყურძენს, რომ ყოველდღე, ლიტურგიის აღსრულების ჟამს, წმინდა ტრაპეზზე პური და ღვინო შეიწირება. ჩვენ კი არ გვაძლევს, ჩვენთვის, ცოდვით მოწყლულთათვის კი არ მოაქვს მიწას თავისი ძღვენი (არ ვღირვართ ჩვენ ამად), მიწა ნაყოფს უსისხლო მსხვერპლის შესაწირად გვაძლევს და მოგვცემს მანამ, სანამ დედამიწაზე საღმრთო ლიტურგია აღესრულება.
არ იქნება ლიტურგია და, მზე დაბნელდება, აღარც მიწა გამოიღებს ნაყოფს” – წმ. იოანე კრონშტადტელი.

***

შეიძლება თუ არა ლოცვის ან წირვის დასრულებამდე ეკლესიიდან გამოსვლა და წასვლა? – ეს ბევრისთვის საინტერესო საკითხია. პასუხია – არა.
ლოცვასა და წირვაზე იდექი და მოიცადე დასრულებამდე. გაიხსენე იუდა გამცემლის დანაშაული და ნუ გამოხვალ ეკლესიიდან, რადგან იგი შეიქმნა დასაბამი იუდას წარწყმედისა, ვინაიდან არ დაელოდა ლოცვის დასრულებას. მიიღო თუ არა ცხოვრების პური, ადგა და გამოვიდა. მაშინვე შევიდა მასში ეშმაკი და ისწრაფოდა უფლის გაცემას. თუ შენც დროზე ადრე გამოხვალ, იმავე სასჯელს მიიღებ. მცირე დროის გამო ნუ ეზიარები იუდას სასჯელს. არ არის შენთვის მძიმე იქ დგომა და ლოდინი. არც ზამთარი გაჭირვებს შენ იქ, არც ცეცხლი, არც სხვა რაიმე გვემა, არამედ მხოლოდ მოთმინებაა საჭირო იმ ერთი ჟამისთვის. ჩვენ სხვა არაფრისათვის გვებრძანა უქმობა კვირა დღეს, არამედ, რათა ლოცვისათვის მოვიცალოთ.

“არ წახვიდეთ ეკლესიიდან, სანამ წმინდა მამების ლოცვას, “გიხაროდენ ღვთისმშობელო ქალწულო”, “მამაო ჩვენო”-ს არ მოისმენ, რადგან ზუსტად მაგ დრომდე იმყოფებიან ეკლესიაში ანგელოზები, უფლის წმინდანებიც და თვით უფალიც. შემდეგ ტოვებენ იქაურობას. შენ აიღებ ნაკურთხ პურს და მერე დატოვებ ეკლესიას.”

READ  ქრონიკული ვენოზური უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი - რა ვიცით მის შესახებ

დაბოლოს, მამა გაბრიელი წირვაზე:

“თქვენ რომ ხედავდეთ, როგორი მადლი გადმოდის წირვის დროს, მზად იქნებოდით ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმით სახე დაგებანათ”…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი