შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? - საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? – საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

მდი­ნა­რე მტკვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს (ამი­ერ­კავ­კა­სი­ის) უდი­დე­სი მდი­ნა­რეა. (azer. Kür; Turq. Kura), სა­თა­ვეს თურ­ქეთ­ში, 2742 მ-ზე, ყი­ზილ-გი­ა­დუ­კის მთის აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე იღებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, კას­პი­ის ზღვას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თვის. მისი სიგ­რძე 1364 კმ (185 კმ თურ­ქეთ­ში, 390 კმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 789 კმ აზერ­ბა­ი­ჯან­ში), აუ­ზის ფარ­თო­ბი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მო­ი­ცავს: სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის დიდ ნა­წილს, ასე­ვე თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს. მისი ან­ტი­კუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაა Cyrus, თურ­ქე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი Kür-ს უწო­დე­ბენ.

აღა­შე­ნა კვი­როს­მან მახ­ლო­ბელ მდი­ნა­რი­სა მტკვრი­სა ქა­ლა­ქი ჩი­ნე­ბუ­ლი და უწო­და სა­ხე­ლი­თა თვი­სი­თა კი­რა­პო­ლი. ესე ქა­ლა­ქი მდგო­მა­რე იყო კი­დე­სა ზედა მდი­ნა­რი­სა მტკვრი­სა­სა, არა დია შორს მის ად­გი­ლი­სა­გან, რო­მელ­სა აწ უწო­დე­ბენ ქო­ი­ნა-შა­მა­ხი­ა­სა.

იტყვი­ან ვი­ეთ­ნი­მე, რეცა მდი­ნა­რე­სა მტკვარ­სა უწო­და მან სა­ხე­ლი­ლი­თა თვი­სი­თა კირო მდი­ნა­რე, რომ­ლი­სა გამო აწ სპარ­სნი, თურ­ქნი და ევ­რო­პი­ელ­ნი, ვი­თარ­ცა რუს­ნი­ცა უმე­ტეს­ნი უწო­დე­ბენ მას ქუ­რად, მაგ­რამ ყო­ველ­ნი ერნი ზე­მო­ი­სა­ცა და ქვე­მო­ი­სა­ცა ივე­რი­ელ­ნი, ესე იგი სრუ­ლი­ად ქარ­თლო­სი­ან­თა­ნი, უწო­დე­ბენ მდი­ნა­რე­სა უძ­ვე­ლე­სი­სა სა­ხე­ლი­თა თვი­სი­თა მტკვრად, ვი­ნა­იდ­გან უწი­ნა­რეს კი­რო­სი­სა­ცა ეწო­და მტკვა­რი მრა­ვალ­თა­სა უკუ­ნით­გან პირ­ველ,” – წერს თე­ი­მუ­რაზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი (“და­წყე­ბით­გან ივე­რი­ი­სა, ესე იგი გე­ორ­გი­ი­სა, რო­მელ არს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოჲსა“, გვ. 107)…

თუ რა­ტომ ჰქვია მტკარსმტკვა­რი“, ან “კურა“, რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლისპარ­სეთს და მის იმ­პე­რა­ტორ კი­რუს დიდს (ძვ.წ 559-530წწ.) უკავ­შირ­დე­ბა. “კი­რუ­სი” მტკვრის ან­ტი­კურ სა­ხელ­წო­დე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლია, შემ­დე­გი მო­საზ­რე­ბით: “კურაძვე­ლი ალ­ბა­ნუ­რი­დან მო­დის და წყალ­სა­ცავს ნიშ­ნავ­და, ხოლო ბოლო ამ­ბის თა­ნახ­მად, სი­ტყვა მტკვა­რი, “მტკნა­რის­გა­ნააწარ­მოქ­მნი­ლი.

* * *

მტკვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­ძი­ის მახ­ლობ­ლად შე­მო­დის და ჯა­ვა­ხე­თი­სა და ერუ­შე­თის ვულ­კა­ნურ მთი­ა­ნე­თებს შო­რის მო­ე­დი­ნე­ბა (თმოგ­ვის ცი­ხეს­თან კა­ნი­ო­ნი 400-500 მ სიღ­რმი­საა)… ას­პინ­ძას­თან სო­ფელ მი­ნა­ძემ­დე ხე­ო­ბის ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი ვიწ­როა. მი­ნა­ძი­დან მტკვა­რი ახალ­ცი­ხის ქვა­ბულ­ზე გა­დის. ხე­ო­ბა შEმდეგ ისევ ვიწ­როვ­დე­ბა, მდი­ნა­რე სო­ფელ წნი­სი­დან ტა­შის­კა­რამ­დე მეს­ხე­თი­სა და თრი­ა­ლე­თის ქე­დებს შო­რის გა­დის და ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბას ქმნის.

READ  „ამას კარგა ხანი მეც ვერ მივხვდი! – ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, კარგად ორგანიზებულია“

ტა­შის­კა­რი­დან ძეგ­ვამ­დე მტკვრის ხე­ო­ბა გა­ნი­ე­რი და ჭა­ლი­ა­ნია, ზო­მი­ე­რად დაკ­ლაკ­ნი­ლი და და­ტოტვი­ლია, კუნ­ძუ­ლებს წარ­მოქ­მნის. სო­ფელ ძეგ­ვთან მტკვა­რი მცხე­თის ვიწ­რობ­ში შე­დის და ხე­ო­ბა ცი­ცა­ბკალ­თე­ბი­ა­ნია, თბი­ლი­სის ქვა­ბულ­ში კი გა­ნი­ე­რი და ტე­რა­სე­ბი­ა­ნითბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან კა­ლა­პო­ტი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლია, უფრო ქვე­მოთ კი იტო­ტე­ბა და გა­ნი­ერ კუნ­ძუ­ლებს ქმნის…

მტკვრის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დე­ბიფა­რა­ვა­ნი, ბორ­ჯო­მუ­ლა, გუ­ჯა­რე­თის­წყა­ლი, ძამა, ტანა, თე­ძა­მი, ალ­გე­თი, ქცია-ხრა­მი, აღსთა­ფა, თო­უ­ზჩაი, შამ­ქორ­ჩაი, გან­ჯა­ჩაი, ტერ­ტე­რი, ხა­ჩინ­ჩაი, არაქ­სი;

მტკვრის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დე­ბიფო­ცხო­ვი შე­ნა­კად ქვაბ­ლი­ა­ნით, ლი­ახ­ვი, ქსა­ნი, არაგ­ვი, იორი და ალა­ზა­ნი მინ­გე­ჩა­უ­რის წყალ­სა­ცა­ვის მეშ­ვე­ო­ბით, თუ­რი­ან­ჩაი, გოქჩაი.

მტკვარს წლი­უ­რად კას­პი­ის ზღვა­ში 18,1 კმ3 წყა­ლი შე­აქვს. მტკვრი­სა და მისი შე­ნა­კა­დე­ბის წყა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფარ­თობს რწყავს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თით­ქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სია. მას­ზე აგე­ბუ­ლია ჩი­თა­ხე­ვ­ჰე­სი, ზა­ჰე­სი, ორ­თა­ჭალ­ჰე­სი, მინ­გენ­ჩა­ურ­ჰე­სი. ჰე­სე­ბი აგე­ბუ­ლია მის არა­ერთ შე­ნა­კად­ზეც. მტკვა­რი მდი­და­რია თევ­ზით. მტკვრის ნა­პი­რებ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი: ბორ­ჯო­მი, გორი, მცხე­თა, თბი­ლი­სი, რუს­თა­ვი, მინ­გე­ჩა­უ­რი, ევ­ლა­ხი, სა­ბი­რა­ბა­დი, ალი-ბა­ი­რამ­ლი, სა­ლი­ა­ნი და სხვა ქა­ლა­ქე­ბი.

* * *

თუ პრობ­ლე­მებ­საც შე­ვე­ხე­ბით, მტკვარს და­კარ­გუ­ლი აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ანუ ის, რაც ადრე ჰქონ­და. სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბის გა­მარ­თვა და მტკვრის და­ბინ­ძუ­რე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი თემა ახა­ლი არ არის, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, არას­დროს ეშ­ვე­ლა.

ქა­ლა­ქის საბ­ჭოს ჭკუ­ა­ში და­უჯ­და წი­ნა­და­დე­ბა ბ-ნ კა­ლო­უბ­ნე­ლი­სა, რომ მარ­თლა აუ­ცი­ლე­ბელს სა­ჭი­რო­ე­ბას შე­ად­გენს ქა­ლა­ქის სი­სუფ­თა­ვეო. ამ აზ­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად საბ­ჭომ აირ­ჩია სა­ნი­ტა­რუ­ლი კო­მი­სია, რო­მელ­მაც აიღო, და­ი­ღო საქ­მე და გა­დას­წყვი­ტა, რომ ტფი­ლი­სის გა­სუფ­თა­ვე­ბა ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ ყვე­ლა­ზე უწი­ნა­რეს არ გა­იყ­ვა­ნენ არ­ხებს მთელს ქა­ლაქ­ში და არ მო­ა­წყო­ბენ სა­თა­ნა­დო კა­ნა­ლი­ზა­ცი­ა­საო“, – “ივე­რია“,#122, თი­ბა­თვე 14, ოთხშა­ბა­თი, 1889წ.

კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მხრივ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი მე­ტად ჩა­მორ­ჩე­ნი­ლია. არ კმა­რა ქა­ლა­ქის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლი, ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ნი­აღ­ვარ­საშ­ვე­ვე­ბით, რაც ხში­რად იწ­ვევს ქა­ლა­ქის მთე­ლი რიგი ქუ­ჩე­ბის მო­სილ­ვას და, რაც მთა­ვა­რია, ქა­ლა­ქის მთელ თხი­ად სი­ბინ­ძუ­რეს ვუშ­ვებთ მტკვარ­ში, რი­თაც იწამ­ლე­ბა ეს მდი­ნა­რე. მე­სა­მე ხუ­თწლედ­ში ქა­ლა­ქის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა ნა­ვა­რა­უ­დე­ვია 61 კი­ლო­მეტ­რით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ნი­აღ­ვარ­საშ­ვე­ბე­ბის მო­წყო­ბაც, მაგ­რამ არა­ფე­რია ნა­ვა­რა­უ­დე­ვი ქა­ლა­ქი­დან თხი­ა­დი სი­ბინ­ძუ­რის ქა­ლაქს გა­რეთ გა­სა­ტა­ნად. აქე­დან გა­მო­დის, რომ მე­სა­მე ხუ­თწლედ­ში­აც სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბი კვლავ მტკვარს შე­უ­რე­ვენ სი­ბინ­ძუ­რეს და კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა მდი­ნა­რის წყლის გას­ვრა“, – “კო­მუ­ნის­ტი“, #34 (5434) შა­ბა­თი, 11 თე­ბერ­ვა­ლი, 1939 წ.

READ  ისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხის აქამ­დე მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის გარ­და, მტკვა­რი სხვამ­ხრი­ვა­დაც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც უმ­თავ­რე­სად, ნაგ­ვის ბუ­დეა, რაც ეკო­ლო­გი­უ­რად საფრ­თხე­საც ქმნის… იქ­ნებ ოდეს­მე მა­ინც შეძ­ლოს ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი