ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარიგანათლებარა იყო მამაკაცის უძველესი პროფესია და რატომ გახდა ის შეურაცხმყოფელი სიტყვა

რა იყო მამაკაცის უძველესი პროფესია და რატომ გახდა ის შეურაცხმყოფელი სიტყვა

ყველამ იცის, ქალის რომელი პროფესია ითვლება უძველესად. თუმცა, მამაკაცის უძველესი პროფესიის შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს. ამ პროფესიას ერქვა “პარასიტი” და სწორედ მისგან წამოვიდა ცნობილი წყევლა სიტყვა “პარაზიტი”, რომლის მნიშვნელობაც დღეს ყველამ იცის.

სიტყვა “პარასიტი” ბერძნულიდან ითარგმნება როგორც “მოტრაპეზე”. ასე ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ ადამიანებს, რომლებიც სტუმრებს მასპინძობდნენ დღესასწაულზე. მათ უნდა შეძლებოდათ საუბრების მართვა სხვადასხვა თემაზე, სამხედროდან ფილოსოფიურ საკითხებამდე. სუფრასთან პარასიტს შეეძლო საათობით ესაუბრა ერთი ჭიქა ღვინის მიღმა ცხოვრების აზრზე, მოეყოლა ლექსები, ეთქვა ქალაქის ჭორები, იგავ-არაკები და ანეკდოტები.

ეს სულაც არ იყო ადვილი პროფესია. ამაში წარმატებული მხოლოდ კარგად განათლებული ადამიანი ხდებოდა, რომელსაც საუბარი და სხვების აყოლიება შეეძლო. დახელოვნებულ პარასიტებზე დიდი მოთხოვნა იყო. მათ პატივისცემით ეპყრობოდნენ, საჩუქრებს უკეთებდნენ და, რა თქმა უნდა, კარგად კვებავდნენ. პროფესიონალებს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ და თითქმის ყოველდღე იწვევდნენ საჭმელად.

პარასიტად მუშაობა ყველას შეეძლო, იქნებოდა ის თავისუფალი ადამიანი თუ არა, ყოფილა შემთხვევები, როცა ძველ საბერძნეთში მონებიც მიუწვევიათ სუფრაზე. ლეგენდარულმა ეზოპმა თავისი კარიერა, სწორედ პარასიტობით დაიწყო. კეთილშობილი ბერძნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომ კოჭლი და მახინჯი მონა სუფრაზე გამოეძახებინათ, ისინი აღფრთოვანებული იყვნენ მისი მჭევრმეტყველებით.

რომის მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებდათ ფილოსოფიური საუბრები სუფრაზე. დღესასწაულზე პარასიტების ამოცანა იყო მასპინძლებთან მლიქვნელობა და მათი სახლის ქება ყოველმხრივ. ასევე სავალდებულო იყო მახვილგონივრული ხუმრობები, ხშირად ვულგარულიც.

ოდესღაც პატივცემული პროფესია საბოლოოდ დაკნინდა. სწორედ მაშინ შეიძინა სიტყვა „პარასიტმა“ თანამედროვე ნეგატიური კონოტაცია. რომაელმა დრამატურგებმა დაიწყეს პარასიტების ჩვენება სპექტაკლებში, როგორც კომიკური პერსონაჟების. ისინი ინტრუზიული, ხარბი და მაამებელი საჩუქრების მოყვარულები იყვნენ.

ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ სწორედ პარასიტები იყვნენ მასხარების წინამორბედები. ისინიც თავიანთ ბატონებთან ცხოვრობდნენ, თავისი ჭკუითა და ხრიკებით ართობდნენ მას და სტუმრებს, იტანდნენ დამცირებას და ცემასაც კი.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ოქტომბერი 23, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი