სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი; ადვოკატი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე ნინო ლიპარტია განმარტავს, რა არის პროფესიული/“თერაპიული“ პრივილეგია, როგორც პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან გამონაკლისი
“სამედიცინო კლინიკის მიერ ინფორმირებული თანხმობის მიღების დროს გასათვალისწინებელია ე.წ. „პროფესიული/თერაპიული პრივილეგია“, როგორც ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან გამონაკლისი.
სამედიცინო წარმომადგენელი უფლებამოსილია, არ მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია, თუ მიიჩნევს, რომ მიწოდებულ ინფორმაციას შეუძლია, ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს პაციენტს.
აღნიშნული შეიძლება ითქვას მხოლოდ გამონაკლისზე, რომელიც სავალდებულოა დადასტურდეს შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებით. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რას გააკეთებდა „გონიერი ექიმი“ იმავე გარემოებებში. „გონიერი ექიმის“ სტანდარტი ითვალისწინებს პაციენტისათვის ძირითადი ელემენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ექიმის პროფესიული ვალდებულებაა, აცნობოს პაციენტს: დიაგნოზი ან ავადმყოფობის ხასიათი, შეთავაზებული ჩარევის ხასიათი და მოსალოდნელი შედეგი, ჩარევასთან დაკავშირებული განჭვრეტადი რისკები და მისი დადგომის ალბათობა, ჩარევის ალტერნატიული შეთავაზება, მისი რისკები და მოსალოდნელი შედეგები. ინფორმაციის მიწოდებისას ყურადღება უნდა მიეპყროს სხვადასხვა გარემოებას, მაგალითად, როგორიცაა პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღქმისა და ანალიზის უნარი. თუ ოპერაცია შეიცავს მძიმე გვერდითი ეფექტის მაღალ რიკს, ექიმი ვალდებულია, იყოს უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისას. ექიმი ვალდებულია პაციენტს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებული გართულების ტიპების, ტკივილის ხარისხისა და გამოჯანმრთელების პროგნოზის შესახებ. ძალიან დაბალი რისკის შესახებაც კი უნდა ეცნობოს პაციენტს, თუ რისკი დამახასიათებელია ოპერაციისათვის.
ექიმის მიერ ინფორმაციის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალური თვისებები და არ უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადად გონიერი და წინდახედული პაციენტის მიდგომა. ვრცლად
მასალის გამოყენების პირობები