ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ჯანმრთელობარისი თქმა სურს გამონაყარს: ეს ჩინური "სახის რუკა" გეტყვით, რა აწუხებს თქვენს...

რისი თქმა სურს გამონაყარს: ეს ჩინური “სახის რუკა” გეტყვით, რა აწუხებს თქვენს ორგანიზმს

კანი – სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომლის ზედაპირზეც შესაძლოა მრავალი შინაგანი ორგანოს დაავადება გამოვლინდეს. როგორც წესი, ხშირად კანის პრობლემები ჯანმრთელობის ამა თუ იმ სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს.

ამრიგად, ჩინელები თვლიან, რომ სახის ცალკეული ნაწილები სხეულის სხვადასხვა ორგანოებთან არის დაკავშირებული. სახეს შეუძლია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი ცვლილებებისა და დარღვევების შესახებ გვამცნოს, რომელიც კანზე – გამონაყარის, აკნეს ან კანის ფერის შეცვლით გამოიხატება.

გთავაზობთ, დეტალურად გაშიფრულ “სახის რუკას”, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი რამ შეიტყოთ.

შუბლი: დაკავშირებულია შარდის ბუშტთან და წვრილ ნაწლავთან

2020030222515786669-1-1725097682.jpg

მიზეზი: ჭარბი რაოდენობით ცხიმისა და დამუშავებული საკვების მიღება, სტრესი, ძილის ნაკლებობა, შაქრისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება როგორც წესი, საჭმლის მონელების პროცესს ანელებს.

მკურნალობა: დალიეთ ბევრი წყალი, უარი თქვით ალკოჰოლის მიღებაზე, იკვებეთ დაუმუშავებელი, უმი ბოსტნეულით და გაიუმჯობესეთ ძილის ხარისხი.

წარბებს შორის ადგილი: დაკავშირებულია ღვიძლთან

2020030223201986669-1-1725097700.jpg

მიზეზი: ხორცის გადაჭარბებული მოხმარება, შესაძლოა თქვენ ასევე რომელიმე პროდუქტზე ალერგიაც კი გქონდეთ, შესაბამისად, კუჭი მეტი დატვირთვით მუშაობს, რის გამოც ის შესაბამის დასვენებას ვერ ახერხებს.

მკურნალობა: მიირთვით რაც შეიძლება მეტი ორგანული, სუფთა და ჯანმრთელი საკვები, იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე, დაკავდით მედიტაციით ან იოგით.

წარბებს შორის “თაღი”: დაკავშირებულია თირკმელების პრობლემებთან

მიზეზი: გულის სისუსტე, სისხლის ცუდი მიმოქცევა, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება და მოწევა.

მკურნალობა: შეზღუდეთ ალკოჰოლის, კოფეინისა და ტკბილი სასმელების მიღება, სვით რაც შეიძლება ბევრი, სუფთა წყალი.

ცხვირი: დაკავშირებულია გულის დაავადებებთან

2020030222574286669-1-1725097801.jpg

მიზეზი: სისხლის ცუდი მიმოქცევა, მუცლის შებერილობა, დაბინძურებული ჰაერი და მაღალი არტერიული წნევა.

მკურნალობა: თქვენ სისტემატურად უნდა აკონტროლოთ არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე, ჩაიტაროთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია მწვანე ჩაის დახმარებით და რეგულარულად დაკავდეთ სპორტით.

ლოყების ზედა ნაწილი: დაკავშირებულია ფილტვებთან

მიზეზი: მოწევა, ასთმა, დაბინძურებული გარემო.

მკურნალობა: დაანებეთ სიგარეტის მოწევას თავი და გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო სუფთა ჰაერზე, დაიწყეთ ყოველდღიური ვარჯიში.

READ  პროფესიული განვითარების შესაძლებლობები თსუ-ს სტუდენტებისთვის

ლოყები: დაკავშირებულია ფილტვებთან და თირკმელებთან

2020030223002486669-1-1725097874.jpg

მიზეზი: ცუდი კვება, სტრესი, ჭარბი რაოდენობით შაქრის გამოყენება, მოწევა.

მკურნალობა: ამოიღეთ რაციონიდან მავნე საკვები პროდუქტები და ჩაანაცვლეთ ისინი ნატურალური, ჯანსაღი საკვებით. იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი