სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარირჩევებიროგორი იქნება 13-19 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 13-19 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის – ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

13 მაისი

შესაძლოა, თქვენთვის ხელსაყრელი ცვლილებები მოკლე დროში ვერ დაინახოთ, მაგრამ ეს დღე კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საკუთარ ოცნებას ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ და ყოველდღიურად რაიმე გააკეთოთ ამისთვის. ამიტომაც, გადადგით ნაბიჯი მიზნებისკენ. გააკეთეთ თუნდაც ძალიან მცირე საქმე, რაც თქვენს ოცნებასთან მიგაახლოებთ. ამ გზით წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

14 მაისი

ამ დღეს თქვენი ენერგია და მოტივაცია განსაკუთრებით გაიზრდება და ნახავთ, რომ ის საქმეებიც კი, რომლებიც ადრე გერთულებოდათ და ფიქრობდით, რომ არ გამოგივიდოდათ, ახლა მარტივად გამოგდით. ნუ დაკარგავთ დროს, შეუდექით ინიციატივებისა და ყველაზე მასშტაბური და ამბიციური გეგმების განხორციელებას.

15 მაისი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ და არსებულ საქმეებსა და საკუთარ თავზე კონცენტრირდეთ. დიდია მანიპულაციისა და მოტყუების რისკიც. ამიტომ, შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტურ სიტუაციაში არ ჩაერთოთ.

16 მაისი

საკუთარ თავს მოუსმინეთ. შესაძლოა, შინაგანად რაღაც იმდენად გაწუხებთ, რომ მოტივაცია გეკარგებათ და თქვენი ყოველდღიურობაც ამის გამო იცვლება. დაუთმეთ დრო თქვენს თავს. დაფიქრდით თქვენს შიშებსა და კომპლექსებზე. იყავით გულწრფელი, გააანალიზეთ ურთიერთობები, არსებული საქმეები. ეს დაგეხმარებათ, რომ ემოციური არასტაბილურობა დაარეგულიროთ და ჰარმონიულად იცხოვროთ საკუთარ თავთანაც და გარემოსთანაც.

17 მაისი

ეს დღე გარდაუვალი ცვლილებებისა და სიახლეებისაკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ უკვე დროა, რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ, არ გაჩერდეთ. დრო ახალ თავგადასავლებს დაუთმეთ, ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობების აღებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის. მხოლოდ ტრანსფორმაციის დიდი სურვილითა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით მიაღწევთ იმას, რაზეც ოცნებობთ.

18 მაისი

გამოხატეთ მადლიერება და სიკეთე და ნახავთ, რომ ეს თქვენზეც განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. მოიკითხეთ საყვარელი ადამიანები, გაამხნევეთ, დახმარების ხელი გაუწოდეთ მათ, ვისაც თქვენი გვერდით დგომა სჭირდებათ და თავადაც დადებით ენერგიას მიიღებთ.

19 მაისი

დაკავდით საყვარელი აქტივობებით. შესაძლოა, ბოლო პერიოდში ემოციურად განსაკუთრებით გადაიტვირთეთ და შემართებაც დაკარგეთ. ეს დღე შესანიშნავ საშუალებას გაძლევთ, რომ დაისვენოთ, განიტვირთოთ და ძალები აღიდგინოთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი