პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„როგორ ეშინია ბოროტ ძალას… ეს არის ქრისტეს ნიშანი“ - დეკანოზი ჯვრის ტარების...

„როგორ ეშინია ბოროტ ძალას… ეს არის ქრისტეს ნიშანი“ – დეკანოზი ჯვრის ტარების მნიშვნელობაზე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს, სადაც ჯვრის ტარების მნიშვნელობაზე წერს: „კითხვა: რამდენად აუცილებელია ჯვრის ტარება?

პასუხი:

– სად მიუჩინა კაცობრიობამ ადგილი მაცხოვარს?! – ჯვარზე;

– საიდან გამომიტანა გამამართლებელი განაჩენი – „მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან რას აკეთებენ“? – ჯვრიდან;

– საიდან დამანახა, რომ ძალიან, ძალიან ვუყვარვარ?! – ჯვრიდან;

– სად გამოჩნდა ჩემი უსინდისობა, რომ საკუთარი თავი დავინახო – ვინ ვარ მე?!

– როცა ღმერთი ჯვარზე ავიყვანე, აქაც ჯვარი…

– სად ჩნდება, რომ მე შემიძლია გავხდე ღმერთის ძმა, სადამდე უნდა ვუერთგულო მას?! – ჯვარი…

და ეს სია შემიძლია გავაგრძელო და გავაგრძელო… ა.შ და ა.შ…

და რა, არ გავიკეთო ჯვარი?! რატომ არ უნდა გავიკეთო?!

ეს ზნეობრივი მხარე და ახლა მისტიკა

ნახეთ: – ჯვარი ჩვენთვის არის ძალა ღმრთისა(კორ 1:23-24); – ჯვარი არის ქრისტეს ნიშანი(მათე 24:30)

– და ეკლესიის ისტორიული გამოცდილება – ჯვრის როგორ ეშინია ბოროტ ძალას… დამთავრდა! კიდევ გამოვიძიოთ?!“, – წერს თეოდორე გიგნაძე.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როდის გადაეცემათ მოსწავლეებს სკოლაში მიღებული მედლები და რა ძალა აქვს მედალს? - განმარტება სამინისტროდან
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი