ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუროგორ უნდა შეამოწმოთ სწორად, ჰყავს თუ არა ბავშვს ტილები და როგორ მოაშოროთ...

როგორ უნდა შეამოწმოთ სწორად, ჰყავს თუ არა ბავშვს ტილები და როგორ მოაშოროთ დროულად

თავის ტილი პატარა, მონაცრისფრო- მოთეთრო ფერის პარაზიტია, რომელიც თავის თმიან ნაწილში იბუდებს. იგი დღის განმავლობაში 7-10 კვერცხს დებს, ე.წ. წილებს, რომლებიც მჭიდროდ ეკვრიან თმის ძირებს. მათგან ტილი 8 დღეში იჩეკება. გამოჩეკის შემდეგ კვერცხის გარეკანი უფრო შესამჩნევი ხდება, ის თავისით არ სცილდება თმას, მისი მოცილება თმის ზრდასთან ერთადაა შესაძლებელი ან ხელით. ტილების გავრცელებას ხელს უწყობს დატილიანებულ თმასთან თმით კონტაქტი, ვინაიდან ეს პარაზიტი არც დაფრინავს და არც დიდ მანძილზე დახტის. გადადება შესაძლებელია დატლიანებული პაციენტის მოხმარების საგნებითაც, (სავარცხელი, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ.) თუმცა ამ გზით ტილების გადაცემის რისკი უფრო დაბალია.

ტილების სასიცოცხლო ციკლი სამი ეტაპისგან შედგება: წილი (კვერცხი), ნიმფები, რომლებიც წილისგან გამოიჩეკება და ზრდასრული ტილი, რომელიც დაახლოებით სეზამის მარცვლის ზომისაა (ის შეიძლება იყოს ყავისფერი ან მონაცრისფრო-თეთრი შეფერილობის) .

ტილებს ფრენა და ხტუნვა არ შეუძლიათ, მაგრამ მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში სწრაფად დაცოცავენ ერთი თავიდან მეორეზე. ტილები შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, ჰიგიენის ხარისხის მიუხედავად.

რა ნიშნები მიუთითებს ტილების არსებობაზე

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ტილების არსებობაზე მიუთითებს, სკალპის ქავილია. ეს გამოწვეულია მწერების ნერწყვზე რეაქციით. ყველაზე ხშირად ბავშვებს ყურების უკან ან კისრის უკანა მხარე ექავებათ. ქავილი ტილების მოცილების შემდეგაც კი შეიძლება გაგრძელდეს.

სხვა სიმტომები:

თავზე ძლიერი ღიტინის ან ცოცვის შეგრძნება.გაღიზიანებადობა.ძილის გაძნელება (ქავილის გამო).სკალპის ტკივილი ან სიწითლე

თუ ბავშვი უჩივის ქავილს და ტილებზე ეჭვი გაგიჩნდათ, სწორად უნდა შეამოწმოთ, რადგან სანამ ძალიან გამრავლდება, მათი შემჩნევა იოლი არ არის. გაგრძელება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ჭარბი წონის წინააღმდეგ არსებობს პრეპარატები და მთელი საქართველო ამას იკეთებს... კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათი ექიმის გარეშე მიღების"
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი