შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაროგორ ჩავდგეთ რეჟიმში სასკოლო არდადეგების შემდეგ – „ეს საკითხი პედაგოგებმაც უნდა გაითავისონ“

როგორ ჩავდგეთ რეჟიმში სასკოლო არდადეგების შემდეგ – „ეს საკითხი პედაგოგებმაც უნდა გაითავისონ“

„შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა რეგიონებშიც საკმაოდ რთული პროცესია. ისინი ამ ხნის განმავლობაში მიჩვეული არიან ცხოვრების თავისუფალ რიტმს და უჭირთ სასკოლო ცხოვრებაში დაბრუნება“, – ამის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის გამოცდილი მასწავლებელი, ლალი ჯანაშია გვესაუბრება და თემაზე კოლეგებსა და მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს.

როგორ ცდილობს თავად პედაგოგი არდადეგების შემდეგ ფორმაში ჩადგომას და განწყობის შექმნას მოსწავლეებისთვის

აი, რას ამბობს ქალბატონი ლალი: ვზრუნავ საკუთარი თავის განვითარებაზე, არდადეგების ბოლო დღეებში ვემზადები მოსწავლეებთან შესახვედრად, ვადგენ გეგმას, რათა მოსწავლეებს პოზიტიური და სასიამოვნო ატმოსფერო შევუქმნა. ვცდილობ, საკუთარ თავში აღმოვაჩინო ახალი შესაძლებლობები, რომელიც სკოლაში დაბრუნებისას დამეხმარება. ვიხსენებ მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებიდან საინტერესო მომენტებს, მათ მიღწევებს და შევახსენებ სკოლაში დაბრუნების შემდეგ. ეს საკითხი პედაგოგებმაც უნდა გაითავისონ, მარტივი არ არის ფორმაში ჩადგომა არდადეგების შემდეგ.

სასწავლო წლის დასაწყისში უფროსკლასელების სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისათვის, კლასში გამოვიყენებ მრვალფეროვან აქტივობებს, სახელმძღვანელოზე ნაკლებად ვიქნები ორიენტირებული.

ამ ეტაპზე მთავარია დაეხმაროთ მათ მოტივაციის ამაღლებაში, აღვუძრათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში და გააქტიურდნენ. დისკუსია, ჯგუფურ მუშაობა, როლური თამაშები, მინი ექსკურსია.. ჩემებს – უფროსკლასელებს, ეს აქტივობები განსაკუთრებით უყვართ, ახარებთ და ახალისებთ, მეც ამით დავიწყებდი.

რას ურჩევს მოსწავლეებს, განსაკუთრებით უფროსკლასელებს

  • სკოლაში წასასვლელად სამზადისი არდადეგების დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ;
  • არ უნდა იღელვოთ იმის გამო, რომ სრულიად ვერ მოასწარით იმ დავალებების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, გთხოვეს, რომ შეგესრულებინათ. რა თქმა უნდა, დავალებები შერჩეული იყო თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
  •  დაიცვით დღის რეჟიმი, შეამცირეთ დრო თამაშებისთვის, გართობისთვის;
  • დასაძინებლად ადრე დაწექით;
  • თვალი გადაავლეთ არდადეგების დროს გატარებულ თითოეულ დღეს, რათა შთაბეჭდილებები გაუზიაროთ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს.

პედაგოგის რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებს არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ კატეგორიულად არ უნდა მოვთხოვოთ სწრაფად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. ამისთვის მათ უნდა მივცეთ დრო, წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი